18:08 | 2021-08-01 ავტორი: Prime Time

ფოთში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

ფოთში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

ფოთში, „ცენტრალური საავადმყოფო-ბომონდში“ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

 


ვაქცინაციის პროცესში 5 ამცრელი ბრიგადაა ჩართული. აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით კეთდება („ფაიზერი“ , „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „ასტრაზენეკა“).

 

ხალხნო, არ ვიტყუები… ახალი ტალღა წამოვიდა ​- სტეფანე მღებრიშვილი შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს
2021-08-01ხალხნო, არ ვიტყუები… ახალი ტალღა წამოვიდა ​- სტეფანე მღებრიშვილი შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს

 

მასობრივი ვაქცინაციის პროცესში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ. მათ შორის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ორგზის მონაწილე ნიკოლოზ იზორია და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტისა და ტურიზმის სამსახურის თანამშრომლები.

 

ვაქცინაციის პროცესს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია გაეცნო. ქალაქის მერის განცხადებით, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რითაც შესაძლებელია შევაჩეროთ და შვებრძოლოთ პანდემიის გავრცელებას, ამავდროულად, არ ჩავკეტოთ ეკონომიკა და პირიქით, ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ ზრდას.

 

აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის – https://booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე უშუალოდ დაწესებულების ცხელ ხაზზე; გარდა ამისა, ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი – 144-3.

 

 

ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც.

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!