fbpx
19:27 | 2020-05-25 ავტორი: თამთა თორდია

ფოთში სამშობიარო სახლმა მუშაობა განაახლა

ფოთში სამშობიარო სახლმა მუშაობა განაახლა

ფოთის მოსახლეობა სამეანო-გინეკოლოგიურ და მრავალპროფილურ ამბულატორულ სამედიცინო მომსახურების მიღებას განახლებულ და რეაბილიტირებულ შენობაში შეძლებს.

 

„ფოთის ცენტრალური საავადმყოფო – ბომონდი“, რომელიც ფოთის ძველი სამშობიარო სახლის ბაზაზე მოეწყო, დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

 

სამედიცინო დაწესებულება ქალაქ ფოთისა და სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობას სრულ ამბულატორიულ და სამეანო-გინეკოლოგიურ სერვისს სთავაზობს.

 

კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით.

 

რეაბილიტირებული შენობა ქალაქ ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ, ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მალხაზ თორიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ დაათვალიერეს.

 

2020 წლის ბოლოსთვის ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში შესაძლებელი იქნება ქირურგიული ოპერაციებისა და კვლევების ჩატარება, გაიხსნება რეანიმაციის და ემერჯენსის, ხელოვნური თირკმლის და ინფექციური განყოფილებები.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X