14:23 | 2020-03-20 ავტორი: Prime Time

ფოთში COVID-19- ის პრევენციის ღონისძიებებში მოხალისეები ჩაერთნენ

ფოთში  COVID-19- ის პრევენციის ღონისძიებებში  მოხალისეები ჩაერთნენ

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კოორდინირებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედიკოსებთან ერთად, COVID-19- ის პრევენციის ღონისძიებებში, აქტიურად არიან ჩართული საჯარო მოხელეები და არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლები.

 

45 მოხალისე, რომელთაც შესაბამისი ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ, ამ ეტაპზე, ა(ა)იპ სოციალური მომსახურების ცენტრის ბენეფიციარებისთვის საკვების შინ მიტანას, თვითიზოლაციის წესებისა და მთავრობის რეგულაციების დაცვას აკონტროლებენ.

 

ქალაქ ფოთის მერის განკარგულებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა ადმინისტრაციულ შენობებში, სკოლებში, სკოლამდელ, სკოლისგარეშე და სპორტულ, სახელოვნებო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. სარეკომენდაციო წერილები დაეგზავნა კერძო უწყებებს.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X