21:56 | 2020-03-26 ავტორი: თამთა თორდია

ფოთში, ბოქსირებულ პალატაში მაღალი ტემპერატურით 82 წლის ქალი მოათავსეს

ფოთში, ბოქსირებულ პალატაში მაღალი ტემპერატურით 82 წლის ქალი მოათავსეს

ფოთში, ბოქსირებულ პალატაში მაღალი ტემპერატურით 82 წლის სენაკელი ქალი მოათავსეს.

 

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტს მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს.

 

„ასაკოვანი, 82 წლის ქალი, სენაკის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჩამოიყვანა, მოთავსებულია ქალაქის ჰოსპიტალის ბოქსირებულ პალატაში. პაციენტს მაღალი ტემპერატურა და საერთო სისუსტე აღენიშნება. ავუღეთ ნაცხი და გავაგზავნეთ ქუთაისის დაავადებათა კონტროლის ლაბორატორიაში.

ქალი 13 მარტს მოსკოვიდან ჩამოვიდა.

 

ჩემი ინფორმაციით თვითიზოლაციაში არ იმყოფებოდა. დღევანდელი მონაცემებით თვითიზოლაციაში 61 მოქალაქე გვყავს, კარანტინში კი 4 ადამიანი რჩება“,- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზიანაიდა გაგუამ.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X