11:34 | 2020-05-17 ავტორი: თამარ გონგაძე

ფოტოხელოვანმა პაატა თედიაშვილი გააშიშვლა – „პასო დობლე”

მომღერალმა პაატა თედიაშვილმა „ფეისბუქზე” პიკანტური ფოტოსესია გამოაქვეყნა. ფოტოები სახელწოდებით – „პასო დობლე” ფოტოხელოვანმა, დავით ტრაპაიძემ გადაიღო, შიშველი მომღერალი კი მარაოთი და „პასო დობლეს” ქუსლიანი ფეხსაცმლით პოზირებს.

 

Paata TediaSvili-ს ფოტო.

 

„როცა ვეღარ ნიავდება, სჯობს მარაოს მოშველიება” – წერს თედიაშვილი კომენტარებში.

 

პაატა იქვე მექსიკური სერიალის გმირზე, ტერესა მენსოსაზე წერს – „ტერეზა მენდოსას ჯიბრი მჭირს”.

 

კოლეგას ფოტოსესიას უწონებენ კოლეგები, მათ შორის თიკა ჯამბურია -„ძაან კაია”. „შე დეგენერატო” – პაატას დასცინის ნინი შერმადინი.

 

იქვეა მსმენელის კომენტარიც, რომელიც მომღერალს „სვლას” უწუნებს.

 

„პაატა, რატო? მიზანი? ყურადღების ნაკლებობა, ხალხის უარყოფითად გაოცება თუ კარანტინის შედეგია? შენ ჩემთვის ხარისხთან ასოცირდები, ვუსმენ შენს სიმღერებს და ეს არ შეგეფერება. ვინც გეუბნება, რომ მაგარია, ის შენი მეგობარი არ არის. მე კი გულწრფელად გული დამწყდა.”

 

Paata TediaSvili-ს ფოტო.

 

მსმენელს პაატამ ორი სიტყვით უპასუხა: „თქვენი აზრიც მნიშვნელოვანია!”

 

მომღერალი სიმღერების სკანდალური ტექსტებით იქცევდა ყურადღებას. გასული წლის აპრილში ის გადაცემა „პროფილში” ეკლის გვირგვინითა და პერფომანსით – „ათი მცნებით” წარსდგა, რითიც მაყურებლის კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა.

 

Paata TediaSvili-ს ფოტო.

Paata TediaSvili-ს ფოტო.

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X