02:01 | 2020-08-07 ავტორი: Prime Time

ფოტოები სიკვდილის შემდეგ: მეხანძრეები ბეირუთის პორტში მივიდნენ… აფეთქება ერთ წუთში მოხდა

ფოტოები სიკვდილის შემდეგ: მეხანძრეები ბეირუთის პორტში მივიდნენ… აფეთქება ერთ წუთში მოხდა

4 აგვისტოს საღამოს ლიბანის დედაქალაქში ძლიერი კვამლი შენიშნეს, რომელიც პორტიდან ამოდიოდა. სწორედ პორტის მიმართულებით გაუშვეს მეხანძრეების ათკაციანი ჯგუფი. ერთმა – ნაჯიბ ჰიტიმ – ფორმის ჩაცმაც კი ვერ მოასწრო.

 

შემზარავი კადრები ბეირუთიდან - რას საქმიანობდნენ ადამიანები, როდესაც აფეთქება მოხდა
2020-08-06შემზარავი კადრები ბეირუთიდან - რას საქმიანობდნენ ადამიანები, როდესაც აფეთქება მოხდა

ადგილზე მისულები საწყობს მისცვივდნენ და კარის შემტვრევას შეეცადნენ. საგანგებო სიტუაციის დროს მათ უფლება აქვთ ეს გააკეთონ. ყველაფერი რომ კანონიერად მომხდარიყო, ერთ-ერთი მათგანი ამ პროცესს ტელეფონით იღებდა.

 

როგორც კი მეხანძრეებმა საკეტის გატეხვა შეძლეს, მაშინვე გაისმა შემზარავი აფეთქების ხმა.

 

მას შემდეგ ათივეს ეძებენ.

 

უკანასკნელ ფოტოზე სამი მათგანია – ნაჯიბ ჰიტი, ჯო ნოუნი და ჰავა მისალი.

 

მთელი ბრიგადიდან მხოლოდ ერთის პოვნა და ამოცნობა მოხერხდა. ეს არის პარამედიკოსი, რომელიც სხვა მანქანაში იმყოფებოდა.

 

გოგონა სულ რაღაც 25 წლის იყო. მომავალ წელს ის უკვე ქორწილს გეგმავდა. ამის შესახებ მისი საქმროსგან, ჰილბერტ კარანისგან გახდა ცნობილი. ის ყვება, რომ წყვილს უკვე შეძენილი ჰქონდათ სახლი ერთობლივი ცხოვრებისთვის, – წერს Daily Mail-ი.

 

ძალიან სწრაფად დაწინაურდი მეხანძრე მედიკოსიდან ეროვნულ მოწამემდე. შენ მე ხერხემალში გადამტეხე და გული მომიკალი. დავკარგე სიცოცხლის ნება. წყეული იყოს ის, ვინც შენი თავი წამართვა და დაე მისი გულიც ჩემსავით გაითელოს!

ჰილბერტ კარაანი

 

 

 

ლიბანში საჰარს ბეირუთის პატარძალი შეარქვეს. სოციალურ ქსელში კი მეხანძრეებს პატივს მიაგებენ, რომლებიც ხელმძღვანელმა სიკვდილზე გაუშვა.

 

ამ ბრიგადის შესახებ იგივეს თქმა შემიძლია, რასაც დანარჩენებზე ვიტყოდი. საუკეთესოები იყვნენ და პირველები მიდიოდნენ ყველაზე სახიფათო ზონაში. სხვა რა უნდა ვთქვა ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს დასაცავად დაიღუპნენ? ნამდვილი გმირები არიან და ჩვენ მათ წინაშე გადაუხდელი ვალი გვაქვს

სახანძრო ნაწილის უფროსი

 

 

დაკარგული მეხანძრეების ძებნა ახლაც არ შეწყვეტილა.

 

ბეირუთში აფეთქების შედეგად სულ 113 ადამიანი დაიღუპა, 4 ათასზე მეტი დაშავდა, 300 ათასი კი უსახლკაროდ დარჩა.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X