fbpx
14:55 | 2020-10-05 ავტორი: Prime Time

ფოტოები: „კანონიერი ქურდი“ თბილისში, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს – „ოჯახს ცხედარს უმალავდნენ“

ფოტოები: „კანონიერი ქურდი“ თბილისში, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს – „ოჯახს ცხედარს უმალავდნენ“

გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ კახა ფარფალია შაბათს, საბურთალოს კერძო სასაფლაოზე, საქართველოში წამებულ წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს.

 

კრიმინალური „ავტორიტეტის“ საფლავი გრანდიოზული „ვენოკებით“ შეამკეს და თუ წარწერებით ვიმსჯელებთ, სარიტუალო ყვავილების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ მყოფმა ახლობლებმა შეუკვეთეს.

 

„მთაწმინდის საძმოსგან“, „საყვარელ ძმას ნიკუშასგან“, – ამ და სხვა რუსულენოვანი წარწერებით და ე.წ. ქურდული სიმბოლიკით იყო გაფორმებული გვირგვინები, რომლებიც კახა ფარფალიას საფლავზე მიიტანეს.

 

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „კანონიერი ქურდი“ კერძო სასაფლაოზე, ტაძრის ეზოში დაკრძალეს.

 

სასაფლაოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტაძრის მახლობლად მსგავსი ადგილი დაახლოებით 15 ათასი დოლარი ჯდება.

 

 

„კანონიერი ქურდი“ რუსეთში, ომსკის ციხეში გარდაიცვალა. ციხის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა, თუმცა როგორც „პრაიმტაიმს“ ფარფალიას ოჯახის ახლობელი უყვება, „კანონიერი ქურდი“ ძლადობის შედეგად დაიღუპა, რასაც მის სხეულზე არსებული დაზიანებებიც მოწმობს.

 

უფრო მეტიც, ახლობლის თქმით, გარდაცვალების შესახებ ოჯახს არ შეატყობინეს, ცხედარი დამალეს და შეეცადნენ ძალაოდბის კვალის წაშლას.

 

ოჯახმა ამბავი მას შემდეგ შეიტყო, რაც ომსკის ციხეში პატიმარს ამანათით მიაკითხა, ხოლო ადმინისტრაცია იძულებული გახდა ინფორმაცია გაემჟღავნებინა.

 

ახლობელმა „პრაიმტაიმს“ მიაწოდა ვიდეო კადრებიც, სადაც ნათლად ჩანს, რომ ცხედარს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს, მათ შორის ფეხების, ტანისა და თავის არეში.

 

ნახეთ ვიდეო → სკანდალური კადრები

 

ფარფალიას ახლობლებს ეჭვი აქვთ, რომ „კანონიერი ქურდი“ საკანში მოკლეს.

 

მათი თქმით, ომსკის ციხეში გადმოყვანის მეორე დღესვე ფარფალია სასტიკად სცემეს და სასიკვდილო დაზიანებები მიაყენეს.

 

ზოგადად, სასჯელაღსრულების ეს დაწესებულება ე.წ. წითელ ზონად მიიჩნევა და იქ „კანონიერი ქურდის“ მოხვედრა, პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია.

 

ეს კადრები მკვლელმა დღეს თავად გადაიღო - მან „კანონიერი ქურდის“ ბოლო წუთები ვიდეოზე აღბეჭდა
2020-08-20ეს კადრები მკვლელმა დღეს თავად გადაიღო - მან „კანონიერი ქურდის“ ბოლო წუთები ვიდეოზე აღბეჭდა

 

45 წლის კახა ფარფალია, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „კახა გალსკის“ სახელით იცნობდნენ, რუსეთში 2018 წელს დააპატიმრეს. რუსული მედიის ინფორმაციით, მისი გათავისუფლების მიზნით ქურდულმა სამყარომ 1 მილიონი დოლარი გამოყო. როგორც ჩანს ციხეში მას რეალური საფრთხე ემუქრებოდა.

 

ამ ინფორმაციის მიხედვით, ეს თანხა ფარფალიასთვის აღკვეთი ღონისძიების შესასცვლელად ქურდული საერთოდან გამოიყო.

 

ეს მოიცავდა ფაქტობრივ ქრთამს და ასევე გირაოს თანხას. ქურდული სამყარო იმედოვნებდა, რომ ამ გზით კახა ფარფალია ახალ წელს ოჯახთან ერთად თავის რუბლოვცკის სასახლეში შეხვდებოდა, – წერს რუსული გამოცემა, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე სამართალდამცავებმა განსაკუთრებულ ზომებს მიმართეს. მათ შორის იცავენ მოსამართლეს, ფულის სავარაუდო ცდუნებისგან.

 

ცნობილია, რომ კახა ფარფალია, აკონტროლებდა ე.წ. ქურდულ ობშიაკს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ივსებოდა. ის „კანონიერ ქურდად“ 1999 წელს მონათლეს.

 

მისი და, ზოგადად, ჯანგველაძე-ონიანის კლანის გავლენები რუსეთში განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც შაქრო კალაშოვს მოსკოვის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა.

 

კახა ფარფალია სიკვდილს ერთხელ უკვე გადაურჩა. 2014 წელს ოდესაში დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანას, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდი იმყოფებოდა. მასთან ერთად მანქანაში ორი ქალიც იჯდა, რომელთაგან ერთი დაიღუპა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X