20:47 | 2021-03-11 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ფოტოამბავი: ილია ჭავჭავაძის “ისპანახობა” – დღესასწაული, რომელიც დავიწყებას მიეცა

ფოტოამბავი: ილია ჭავჭავაძის “ისპანახობა” – დღესასწაული, რომელიც დავიწყებას მიეცა

დღევანდელ დღეს, თბილისში წარმართული დღესასწაული “ისპანახობა” აღინიშნებოდა. ამ დღესასწაულსპოეტი, იოსებ გრიშაშვილი თავის წიგნში “ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა” აღწერს. “ისპანახობამ” სახალხო დღესასწაული “ყეენობა” ჩაანაცვლა.  ამ დღეს “ისპანახობა” ეწოდა, რადგან სუფრა მხოლოდ სამარხვო კერძებით იშლებოდა.

როგორც ცნობილია, “ისპანახობაში” მონაწილეობდნენ გრიგოლ ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე. ამ დღეს განსაკუთრებულობას სძენდა ტრადიცია – მონაწილეები ფულს აგროვებდნენ და შეჭირვებულ გასათხოვარ ქალს მზითვს ყიდულობდნენ.

 

ისპანახობა. პირველ რიგში, ცენტრში ზის ილია ჭავჭავაძე

 

“ჩვენს ხალხს ისე არაფერი უყვარს, როგორც მასიური გასართობი… კარჩაკეტილი, ოჯახის ვიწრო ფარგალში მოქცეული გართობა მის გაშლილ ბუნებისათვის ბორკილს წარმოადგენს. დღეობა, ლხინი, ჯირითი, ბურთი, – ყველგან მასიურობა, ყველგან წყურვილი მასიური მოლხენის.

 

ყეენობაც ერთი კეთილშობილი გამოხატულებათაგანი იყო ამ მასიური გართობისა. და სწორედ, ამითაც უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ ხშირად ჩვენი პოეტები და საზოგადოების ცნობილი პირნი ყეენობის უმთავრეს პერსონაჟებად ჰხდებოდნენ. ერთი ასეთი გრანდიოზული ყეენობა მოწყობილი იყო გრიგოლ ორბელიანის გეგმით და ხარჯით მისი მთავარმართებლობის თანამდებობის ასრულების დროს.

 

„ყეენობა“ - რუსეთის მიერ აკრძალული ტრადიცია და წაშლილი ქართული კვალი
2021-02-19„ყეენობა“ - რუსეთის მიერ აკრძალული ტრადიცია და წაშლილი ქართული კვალი

 

„ყეენობა“ გადავარდნილია, მაგრამ ჯერ კიდევ „ყეენობის კუდობა“ არ მოშლილა: რას წარმოადგენს ეს „ყეენობის-კუდობა“. შესანიშნავს არაფერს! მხოლოდ რამდენიმე ქალაქელი ვაჭრები, მიდიან ორთაჭალაში და იქ მართავენ ლხინს, – სუფრა მხოლოდ სამარხო საჭმელებით, არის ხოლმე აჭრელებული…

 

ამასთან აუცილებელი საჭიროება იყო, რომ ყოველ აქ მყოფ მოქეიფეს პამპულას ტანისამოსი ჩაეცვა და ჩაჩი დაეხურა. ეს დაუწესებია ამ ათი – თხუთმეტი წლის წინათ ერთს ქალაქელ ვაჭარს „ქეჩა-იოვანედ“ წოდებულს და თავდაპირველ, სხვათა შორის, ერთი კარგი მნიშვნე-ლობა ჰქონდა – ლხინის დროს შეზარხოშებული მოქეიფენი ჩამოდიოდნენ ფულს, აგროვებდნენ და მერე ამ ფულით მზითევს უკეთებდნენ ვინმე ღარიბ გასათხოვარ ქალს და კიდეც გაათხოვებდენ ხოლმე…

 

წელს, ამ „ყეინობის კუდზე“ ჩვეულებრივად დიდი ვაჭრები და სოვდაგრები აღარ დასწრებიან… მაგრამ მათ ნაცვლად სხვაგვარად შესანიშნავ – პირებმა მიიღეს მონაწილეობა და უფრო ბანკების წარმომადგენლებმა. ფოტოგრაფიას გადუღია იმათი სურათი და საუცხოვო სანახავიც არიან მოქეიფენი ქაღალდის გვირგვინებით თავზე ანუ ჩაჩებით!“, – იოსებ გრიშაშვილი, „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა“

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X