12:08 | 2020-03-16 ავტორი: Prime Time

ფოთისა და ხობის ეპარქიაში ზიარების წესის ცვლილებაზე იმსჯელებენ

ფოთისა და ხობის ეპარქიაში ზიარების წესის ცვლილებაზე იმსჯელებენ

ფოთისა და ხობის ეპარქიაში მეუფე გრიგოლი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო საკუთარი ეპარქიის წარმომადგენლებს შეხვდება. მიტროპოლიტის თქმით, ზიარების შემდგომ სიტკბოების ერთჯერადი ჭიქებით მიღებამ მრევლის ნაწილი დააბრკოლა. მას მიაჩნია, რომ სასულიერო პირები უნდა შეიკრიბონ, საკითხის გარშემო იმსჯელონ, რათა ერთიანი პოზიცია შემუშავდეს.

 

„ჩვენ ჩამოვყალიბდებით იმდაგვარად რაც ჩვენი მრევლისთვის სასარგებლო იქნება, რაც არ დააზიანებს მათ სარწმუნოებას და არანაირად დაამახინჯებს ეკლესიას. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ადგილობრივად, ვიდრე ჩვენ მღვდელმთავრები შევიკრიბებით და ვიდრე დასკვნებს ჩამოვაყალიბებთ რასთან გვაქვს საქმე და როგორ იმოქმედებს ეკლესია,“- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

 

მიტროპოლიტის თქმით, ზიარების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით სინოდი უნდა შეიკრიბოს.

 

„ჩემი აზრი ასეთია და სურვილიც, რომ მოწვეულ იქნას შეკრება თუნდაც ამას საგანგებო დაარქვით, რიგითი შეკრება შარშან არ ყოფილა, მხოლოდ იყო საგანგებო შეკრება იყო, რომელმაც მიიღო ეპისკოპოსის განყენების შესახებ დადგენილება. თუნდაც საგანგებოდ მოწვეულ იქნას კონკრეტულ ვითარებაში, მოვიწვიოთ სინოდზე იგივე სპეციალისტები , უშუალოდ მათი ბაგეებიდან მოვისმინოთ ჩვენ და ამის გათვალისწინებით ჩვენ ვიმსჯელოთ რა შეღავათი შეიძლება დაიშვას და რა არის დაუშვებლად და ყველა სასულიერო პირისთვის ეს იყოს სამოქმედო სახელმძღვანელო პრინციპ“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

 

ფოთისა და ხობის ეპარქიაში შეხვედრა 14:00 საათზე გაიმართება.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X