fbpx
18:13 | 2020-06-14 ავტორი: Prime Time

ფოთის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია

ფოთის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია

ფოთის სანაპირო ზოლში ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია.ლაბორატორიულმა კვლევის ცენტრმა დაახლოებით ორი კვირის წინ, ზღვის წყლის სინჯი ოთხი სხვადასხვა ადგილიდან აიღო.

 

მათივე ცნობით, მთელი სეზონის განმავლობაში ზღვის ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგი პერიოდულად განხორციელდება.

ამ ქალის უმძიმეს ცხოვრებაზე ფილმს იღებენ, ის ყველაზე გაჭირვებულებს შორის აარჩიეს
2020-06-14ამ ქალის უმძიმეს ცხოვრებაზე ფილმს იღებენ, ის ყველაზე გაჭირვებულებს შორის აარჩიეს

 

„ზღვის სანაპირო ზოლში ოთხი სხვადასხვა ადგილიდან ავიღეთ ნიმუშები, ეს არის მალთაყვის ძველი და ახალი, ეგრეთ წოდებული გრეიფრუტის და კუნძულის უბნის პლიაჟები. ზღვის წყალს, როგორც მიკრობიოლოგიური, ასევე ქიმიურ მაჩვენებლებზე ანალიზი ჩაუტარდა. უსაფრთხოა ჩვენი ზღვა. მსგავსი კვლევა თვეში ორჯერ, ორი კვირის ინტერვალით განხორციელდება ,“- განაცხადა ლაბორატორიული კვლევის ცენტრის დირექტორმა გია რუხაძემ.

 

ავტორი: თეა შონია

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X