16:16 | 2020-03-31 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ფლორიდაში წირვის ჩატარების გამო პასტორი დააკავეს

ფლორიდაში წირვის ჩატარების გამო პასტორი დააკავეს

ფლორიდის შტატში პასტორმა როდნი ჰოვარდ-ბრაუნმა განაცხადა, რომ ეკლესიის კარს არ დახურავს, სანამ „მეორედ მოსვლა“ არ დაიწყება, თუმცა, ამერიკელმა პოლიციელებმა მას არ მოუსმინეს და დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

 

ევანგელისტური ეკლესიის პასტორი აგრძელებდა წირვების ჩატარებას, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეკრება იკრძალება.

 

წინა კვირას, შტატში გამოიცა განკარგულება, რომელიც 27 მარტიდან კრძალავს სახლიდან გასვლას „აუცილებლობის“ შემთხვევაში, რომელშიც ეკლესიაში წასვლა არ შედის.

 

ამ დროისთვის, ფლორიდაში კორონავირუსის 5 200-მდე შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთაგან 63 გარდაიცვალა.

 

ცნობისთვის, გლობალური მონაცემებით აშშ ანტირეკორდის ლიდერია – ქვეყანაში ვირუსის 164,610 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილთა რაოდენობამ 3 000-ს მიაღწია.

 

ამავე თემაზე იხილეთ:

 

რომში ყველა კათოლიკური ეკლესია დაიხურა
2020-03-13რომში ყველა კათოლიკური ეკლესია დაიხურა
   
საგანგებო მდგომარეობის შესახებ სახელმწიფოს გადაწყვეტილება ეკლესიას არ ეხება - მიტროპოლიტი გერასიმე
2020-03-22საგანგებო მდგომარეობის შესახებ სახელმწიფოს გადაწყვეტილება ეკლესიას არ ეხება - მიტროპოლიტი გერასიმე

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები