12:34 | 2020-06-05 ავტორი: ნინი ტაველიძე

ფლოიდის სიცოცხლეს მნიშვნელობა ჰქონდა! – მეგან მარკლი ფლოიდის სიკვდილს ვიდეო-მიმართვით ეხმაურება

ფლოიდის სიცოცხლეს მნიშვნელობა ჰქონდა! – მეგან მარკლი ფლოიდის სიკვდილს ვიდეო-მიმართვით ეხმაურება

სასექსის ჰერცოგინია, მეგან მარკლი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს ვიდეო-მიმართვით ეხმაურება.

 

ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა
2020-06-01ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა

 

„არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა. მინდოდა, ჩემი სიტყვები სწორი და უშეცდომო ყოფილიყო და ამაზე ვნერვიულობდი.

 

შემდეგ კი გავაცნობიერე, რომ ერთადერთი შეცდომა ამ ამბავზე ჩუმად დარჩენაა, რადგან ჯორჯ ფლოიდის სიცოცხლეს მნიშვნელობა ჰქონდა. ბრეონა ტეილორის, ფილანდო კასტილის, ტამირ რაისის სიცოცხლე მნიშვნელოვანი იყო.

 

ასევე ყველა იმ ადამიანის სიცოცხლე, რომელთა სახელებსა და ისტორიებს ჩვენამდე არ მოუღწევია“,- ამბობს მეგან მარკლი ვიდეო -მიმართვაში.

 

 

მეგან მარკლმა სკოლაში სწავლის პერიოდიც გაიხსენა.

 

„მახსოვს ის პრიოდი, როდესაც სკოლაში ვსწავლობდი. 15 წლის ვიყავი. სკოლის იმ წელს აუცილებელი იყო რაიმე მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვა. მახსოვს მაშინ ჩემმა ერთ-ერთმა მასწავლებელმა მითხრა „ყოველთვის გახსოვდეს – სხვისი საჭიროებები შენს შიშებზე მაღლა უნდა იდგეს“,- ამბობს მეგან მარკლი.

 

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაიცვალა.

 

მის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობა მოჰყვა.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X