18:34 | 2020-06-12 ავტორი: ნინი ტაველიძე

ფლოიდის საქმე №4 – პოლიციის ქმედებას კიდევ ერთი ფერადკანიანი მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა

ფლოიდის საქმე №4 – პოლიციის ქმედებას კიდევ ერთი ფერადკანიანი მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა

ჯორჯ ფლოიდის საქმე №4 – პოლიციის ქმედებას კიდევ ერთი ფერადკანიანი მამაკაცის, 42 წლის დერიკ სკოტის სიცოცხლე შეეწირა. შემთხვევა გასულ წელს მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

 

ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა
2020-06-01ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა

 

აშშ-ში კიდევ ერთი ფერადკანიანი მამაკაცის დაკავების ამსახველი ვიდეო ვრცელდება. ვიდეოში ჩანს, რომ ორი პოლიციელის მიერ მიწაზე დაწვენილი დერიკ სკოტი ზუსტად იმ სიტყვებს იმეორებს, რომელსაც ჯორჯ ფლოიდი – „ვერ ვსუნთქავ“.

 

ერთ-ერთი ოფიცერი კი პასუხობს – „არ მაინტერესებს“. ვიდეო ოკლაჰომა სიტიშია გადაღებული. დაკავებისას მამაკაცი გონებას კარგავს. ადგილზე მისულმა სამედიცინო პერსონალმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლო.

 

მამაკაცის აუტოფსიის შედეგებმა აჩვენა, რომ დერიკ სკოტის სიკვდილის მიზეზი ფილტვის კოლაფსი გახდა. დერეკის დედის თქმით, მას ასთმა ჰქონდა.

 

„არცერთი მშობელი არ იმსახურებს ეს ყველაფერი თავის თავზე გამოცადოს“,- ამბობს დერეკის დედა.

 

 

ცნობისთვის, პოლიციის ქმედებას 2020 წლის 3 მარტს კიდევ ერთი ფერადკანიანი მამაკაცის 33 წლის მანუელ ელისის სიცოცხლე შეეწირა.

 

ჯორჯ ფლოიდის სიკვდილამდე 1 კვირით ადრე კი პოლიციელებმა აკრძალული მეთოდი სხვა ფერადკანიანი მამაკაცის, პატრიკ ქეროლის დაკავებისასაც გამოიყენეს.

 

შეგახსენებთ, რომ პოლიციის ოფიცრის ქმედებას შეწირული ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობა მოჰყვა. აქციები ძალადობისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმდინარეობდა.

 

რამდენიმედღიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ვაშინგტონის საოლქო საბჭომ პოლიციის რეფორმის გეგმა დაამტკიცა.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X