18:05 | 2020-06-04 ავტორი: ნინი ტაველიძე

ფლოიდის საქმე №2 – ჯორჯ ფლოიდის სიკვდილამდე 1 კვირით ადრე პოლიციელმა აკრძალული მეთოდი სხვა ფერადკანიანი მამაკაცის დაკავებისას გამოიყენა (ვიდეო)

ფლოიდის საქმე №2 – ჯორჯ ფლოიდის სიკვდილამდე 1 კვირით ადრე პოლიციელმა აკრძალული მეთოდი სხვა ფერადკანიანი მამაკაცის დაკავებისას გამოიყენა (ვიდეო)

ფლორიდის პოლიციის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ნაჩვენებია როგორ აჭერს დაკავებისას კისერზე მუხლს სარასოტას პოლიციის ოფიცერი ფერადკანიანს, გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

 

 

ფერადკანიანი მამაკაცის სახელი პატრიკ ქეროლია.

 

ვიდეოს ქრონომეტრაჟი 90 წამია და ის ერთ-ერთი გამვლელის მიერ 18 მაისსა გადაღებული.

 

ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა
2020-06-01ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა

 

პატრიკი, რომელსაც პოლიცია ოჯახური ძალადობის ბრალდებით აკავებს ყვირის – რატომ მაკავებთ? ამის შემდეგ კი პოლიციის ოფიცერი მას კისერზე მუხლს აჭერს.

 

„როგორც კი ყვირილი დავიწყე და პოლიციას დაკავების მიზეზს ვეკითხებოდი, მან კისერზე მუხლი დამაჭირა“, – უთხრა CNN-ს პატრიკმა.

 

ვიდეო ინტერნეტში მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო საპროტესტო აქციები დაიწყო. ფლოიდი სწორედ პოლიციელის მიერ მუხლის კისერზე დაჭერას ემსხვერპლა.

 

სარასოტას პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, მათ პოლიციელის მიერ ამ აკრძალული მეთოდის გამოყენების შესახებ არაფერი იცოდნენ და მხოლოდ მას შემდეგ შეიტყეს, რაც სოციალურ ქსელში დეპარტამენტი აღნიშნულ ვიდეოზე მონიშნეს.

 

მოძიების შემდეგ სარასოტას პოლიციის დეპარტამენტმა პატრიკის დაკავების სრული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ქრონომეტრაჟი 13 წუთია და ის პოლიციის ვერტმფრენიდან არის გადაღებული.

 

 

დეპარტამენტის განცხადებით, მათ გამოძიება უკვე დაიწყეს და პოლიციის ოფიცერი დროებით განთავისუფლებულია სამსახურიდან.

 

პატრიკი 18 მაისი ინციდენტის შემდეგ დაზიანებებზე საუბრობდა. თუმცა, მას არანაირი სამედიცინო დახმარება არ მიუღია. პოლიციის განცხადებით, პატრიკი მათ დაკავებისას წინააღმდეგობას უწევდა.

 

თუმცა, პატრიკმა განაცხადა, რომ ის წინააღმდეგობას კი არ უწევდა, ცდილობდა რამენაირად ემოძრავა, რათა სხეულში სისხლის მიმოქცევა როგორმე აღედგინა.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X