23:37 | 2020-07-28 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ფიზიკურად ვერ ვარ კარგად – ლერი სულაბერიძის პირველი კომენტარი თავდასხმის შემდეგ

ფიზიკურად ვერ ვარ კარგად – ლერი სულაბერიძის პირველი კომენტარი თავდასხმის შემდეგ

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე – პრეზიდენტის ლერი სულაბერიძის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ ვინ განახორციელა წყნეთში სროლა მისი ავტომობილის მიმართულებით. ამის შესახებ სულაბერიძემ ჟურნალისტებს პოლიციის განყოფილებაში, მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

 

თავდასხმა ლერი სულაბერიძეზე, შესაძლოა, „თბილისის დინამოს“ წილებს უკავშირდებოდეს - ახალი დეტალები
2020-07-28თავდასხმა ლერი სულაბერიძეზე, შესაძლოა, „თბილისის დინამოს“ წილებს უკავშირდებოდეს - ახალი დეტალები

 

მისივე განმარტებით, სავარაუდოდ, მანქანიდან მოხდა გასროლა.

 

„ფიზიკურად ვერ ვარ ახლა კარგად, რომ დაგელაპარაკოთ. არ ვიცი, ვინ მესროდა. მანქანით ვმოძრაობდი, არავისთან კავშირი არ მქონია. დანარჩენს ჩემი უფლებადამცველი იტყვის, სავარაუდოდ, ხვალ. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ იყო. გამომძიებლებთან რაც საჭირი იყო, ყველაფერი დავაფიქსირე. სავარაუდოდ, მანქანიდან ისროდნენ“, – განაცხადა სულაბერიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ წყნეთის გზაზე ავტომობილის მისამართით ისროლეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომობილი ყოფილ სპორტსმენს და მხედრიონელს ლერი სულაბერიძეს ეკუთვნის.

 

ბოლო პერიოდში სულაბერიძე აქტიურად იყო დაკავებული ბიზნეს საქმიანობით და საკმაოდ შეძლებულ პირად ითვლება თბილისში.

 

მას უკვე დიდხნიანი დავა აქვს საფეხბურთო კლუბ „თბილისის დინამოს“ წილებთან დაკავშირებით.

 

„პრაიმტაიმის“ წყარო არ გამორიცხავს, რომ თავდასხმის მცდელობა სწორედ „თბილისის დინამოს“ წილებს უკავშირდებოდეს.

 

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 19-108 (მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +