
ფილიპინებზე პოლიციის ოფიცერი მამლების ბრძოლაზე რეიდის დროს დაიღუპა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ლეიტენანტს ერთ-ერთი ფრინველის ფეხზე მიმაგრებული ბასრი დანა თეძოში მოხვდა და არტერია გადაუჭრა. კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მამლების ბრძოლა ფილიპინებზე ძალიან პოპულარულია, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში ბრძოლების ჩატარება აიკრძალა.