16:26 | 2021-06-13 ავტორი: Prime Time

ფიგარო – ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით დადებული ხელშეკრულების ფარგლებში სომხეთმა აზერბაიჯანს იმ დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა, რომელსაც კონფლიქტამდე აკონტროლებდა და დამარცხის შემდეგ ბაქოს კონტროლქვეშ გავიდა

ფიგარო – ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით დადებული ხელშეკრულების ფარგლებში სომხეთმა აზერბაიჯანს იმ დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა, რომელსაც კონფლიქტამდე აკონტროლებდა და დამარცხის შემდეგ ბაქოს კონტროლქვეშ გავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით დადებული ხელშეკრულების ფარგლებში სომხეთმა აზერბაიჯანს იმ დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა, რომელსაც კონფლიქტამდე აკონტროლებდა და დამარცხის შემდეგ ბაქოს კონტროლქვეშ გავიდა-ამის შესახებ უცხოური გამოცემა “ლე ფიგარო” წერს. სტატიის ავტორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს და წერს, რომ ამავე შეთანხმების თანახმად აზერბაიჯანმა სომხეთს 15 სამხედრო ტყვე გადასცა.

ცნობილი ხდება დირკ ბუშლეს მიერ შეჯამებული დოკუმენტი გუშინ ნამახვანჰესის შესახებ მედიაციის მოსამზადებელი შეხვედრის შესახებ, რომელიც მხარეებს დაეგზავნათ
2021-06-13ცნობილი ხდება დირკ ბუშლეს მიერ შეჯამებული დოკუმენტი გუშინ ნამახვანჰესის შესახებ მედიაციის მოსამზადებელი შეხვედრის შესახებ, რომელიც მხარეებს დაეგზავნათ

 

 

“შაბათს,აზერბაიჯანმა, სომხეთს 15 სომეხი სამხედრო ტყვე გადასცა, რომლებიც ტყვეობაში ორ ქვეყანას შორის 2020 წლის შემოდგომაზე, მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონტროლისთვის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ იმყოფებოდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, სომხეთმა, თავის მხრივ, აზერბაიჯანს გადასცა იმ დანაღმული ტერიტორიების რუკები, რომელსაც კონფლიქტამდე აკონტროლებდა და დამარცხის შემდეგ ბაქოს კონტროლქვეშ გავიდა.

 

„აზერბაიჯანმა სომხეთს გადასცა 15 ტყვე, რომლებიც დააკავეს აგდამის რაიონში 97,000 ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო ნაღმების რუკის სანაცვლოდ”- ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. სამინისტრომ მადლობა გადაუხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპულ საკითხებში ფილიპ რიკერს, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) პრეზიდენტს მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის.

 

სტატიის ავტორი საქართველოს პრემიერ მინისტრის პრეს-სამსახურის განცხადებას ციტირებს, სადაც ნათქვამია, რომ; “სომეხი ტყვე ჯარისკაცები აზერბაიჯანიდან საქართველოში გადაიყვანეს და შემდეგ სომხეთში გაგზავნეს”. განცხადების მიხედვით, აღნიშნულით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების კლიმატის გაუმჯობესებისკენ. ავტორი წერს, რომ შარლ მიშელი შაბათს გამოცხადებული შეთანხმების წინ “მჭიდრო კავშირში იყო სომხეთთან და აზერბაიჯანთან მწვავე ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებისთვის და ევროსაბჭოს პრეზიდენტი მიესალმება “პირველი ნაბიჯის გადადგმას ნდობის აღდგენისკენ, რომლის მხარდასაჭერადაც ევროკავშირი გამოთქვამს სრულ მადყოფნას“.

 

აღნიშნულ ნაბიჯს მიესალმება რუსეთიც, რომელმაც რეგონში მშვიდობისმყოფელები განალაგა: “შესანიშნავი სიახლეა, რომელსაც ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ველოდით. ჩვენ მივესალმებით ასეთ ინიციატივებს“-განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ხაზაროვამ.

 

ავტორის თქმით, მთიანი ყარაბაღის მაღალმთიანი რეგიონი ერთ-ერთ ყველაზე დანაღმულ ტერიტორიას წარმოადგენს ყოფილ საბჭოთა კავშირში. “აზერბაიჯანის მთავრობის თანახმად, ნაღმების აფეთქებების შედეგად მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე ტერიტორიებზე ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ 7 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი და 18 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 110 ადამიანი დაშავდა.

 

სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა გამოიყენეს ნაღმები, მათ შორის 1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ. ბოლო კონფლიქტმა, რომელიც სექტემბერში დაიწყო, ექვსი კვირის განმავლობაში 6000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

 

კონფლიქტი დასრულდა ნოემბერში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, რომელიც დაიდო რუსეთის ეგიდით და დაადასტურა სომხეთის მარცხი, რის შემდეგაც სომხეთი იძულებული გახდა დაეთმო აზერბაიჯანისთვის ის ტერიტორიები, რომელთაც აკონტროლებდა სამი ათწლეულის განმავლობაში”-წერს ავტორი.

ავტორი: Prime Time


X