20:51 | 2020-04-23 ავტორი: თეონა ყაჭიური

ფერმერს, რომელიც აკრძალვების გამო კიტრის მოსავალს ვერ ყიდდა, საშვი სახლში მიუტანეს

ფერმერს, რომელიც აკრძალვების გამო კიტრის მოსავალს ვერ ყიდდა, საშვი სახლში მიუტანეს

ფერმერს, რომელიც ქვეყანაში დაწესებული აკრძალვების გამო კიტრის მოსავალს ვერ ყიდის, დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სახლში მიაკითხეს და საშვი მიუტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო ჰერეთი“ აქვეყნებს.

 

მას საშვი საშულებას მისცემს ტრანსპორტით გადაადგილდეს და კიტრის მოსავალი გაყიდოს.

 

როგორც ცნობილია, ფერმერს საკარმიდამო ნაკვეთში 6 სათბური აქვს. მან კიტრი მოიყვანა, თუმცა ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვის გამო მოსავალს ვერ ყიდიდა.

 

ისმაილოვი რადიო ჰერეთთან ყვებოდა, რომ საშვის მისაღებად სოფლის ადმინისტრაციულ წამომადგენლობას დაუკავშირდა, მაგრამ უთხრეს, რომ ვერ დაეხმარებოდნენ.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X