20:55 | 2020-06-05 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ფემინიზმის „დედა“ და მისი „ჰარემის“ სამი მამაკაცი – ამბავი სიმონე დე ბოვუარზე

ფემინიზმის „დედა“ და მისი „ჰარემის“ სამი მამაკაცი – ამბავი სიმონე დე ბოვუარზე

ფემინიზმის დედა, ყველაზე ცნობილი ქალი ფილოსოფოსი, სიმონე დე ბოვუარი, განთქმული იყო თავისი ძალიან ღია შეხედულებებით, სასიყვარულო კავშირებზე. მიუხედავად ამისა, მას მუდმივი პარტნიორები ჰყავდა.

 

კარგ ფრანგულ ოჯახში აღზრდილ პატარა გოგონაში არავინ ხედავდა მომავალ მეამბოხეს, ათეისტს, ფემინისტსა და მსოფლიო დონის მოაზროვნეს. სიმონე დე ბოვუარი იყო ინტელექტუალური და ცოცხალი ბავშვი. ის გაგზავნეს გოგონების კათოლიკურ სკოლაში.

 

სწორედ იქ წახალისდა მისი ეგზალტაცია. ჯვარცმის ქვეშ მდგარი სიმონე ცრემლებამდე მიდიოდა ლოცვის დროს. სწამდა იქამდე, რომ ანგელოზების ხმები ჩაესმოდა, ხოლო მისი სული მშვიდდებოდა კათარზისის აფეთქების შემდეგ.

 

Симона в детстве

 

ყველაფერი თავდაყირა მას შემდეგ დადგა, როდესაც სიმონე წამოიზარდა. სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა, მღვდელმა შეურაცხყო იგი. თუმცა, გოგონების უმეტესობა ამას არ მიიჩნევდა დამცირებად. ის კიცხავდა სიმონეს, რაღაც წვრილმანი არასწორი ქმედებებისთვის. კიცხავდა მკაცრად. ხელი თავზე დაადო და დაახრევინა ისე, რომ სიმონემ მიიღო ყველაზე მორჩილი პოზა. ადამიანის ხელით გამოწვეულმა ასეთმა ზეწოლამ გოგონას გონებაში თავისი კვალი დატოვა და ამაზე ფიქრი გონებიდან ვერ ამოიგდო.

 

14 წლისამ თავი დააჯერა, რომ ღმერთი არ არსებობდა და ატირდა. მიხვდა, რომ მარტო დარჩა და ახლა მხოლოდ საკუთარი თავის იმედზეღა იყო.

 

სიმონეს გზამკვლევი მისი ბიძაშვილი გახდა, რომელიც ესაუბრებოდა ბოროტ ადგილებსა და იქ მცხოვრებ უცნაურ ადამიანებზე. თავიდან სიმონე მხოლოდ უსმენდა, მაგრამ მალე, საზოგადოებრივი დატვირთვის საბაბით დაიწყო ღამის ბარებში სიარული. ეჭვგარეშეა, მისი ყველა ზრდასრული მეგობარი იფიქრებდა, რომ გოგონა ცოდვისკენ მიიწევდა, მაგრამ მას თითქმის არ აინტერესებდა დალევა და საერთოდ არ აინტერესებდა მამაკაცები. მას აინტერესებდა ყურება და მოსმენა.

 

სიმონე უკვე დადგა აჯანყების გზაზე სიყვარულთან მიმართებაში, მაგრამ სავარაუდოდ მისი უმანკოების გამო მხოლოდ სიყვარულს ელოდა და ფიქრობდა. რომ  მხოლოდ  სულიერი ერთობა მოუტანდა ფიზიკურ სიამოვნებას.

 

აჯანყების გზაზე შემდეგი ნაბიჯი იყო პროფესიული განათლების მიღება. პროფესიის მქონე გოგო იმ გარემოში, სადაც სიმონე გაიზარდა, პრაქტიკულად გულისხმობდა ბოროტ, დაცემულ, გაფუჭებულ ქალს.

 

 

სწავლის დროს სიმონე შეხვდა მეოცე საუკუნის საფრანგეთის ლეგენდას – ჟან პოლ სარტრის. სარტრიმ გამოცდა ყველაზე უკეთ ჩაატარა, სიმონე იყო მეორე. როგორც მასწავლებელმა აღნიშნა, ფილოსოფოსად დაბადებული დე ბოვუარი გახლდათ. სარტრიმ უკეთესი შედეგი დადო მხოლოდ უნიკალური ინტელექტის გამო.

 

ეგზისტენციალისტების რომანი

 

სარტრიში ბოვუარი თითქოს თავის ორეულს ხედავდა: იგივე გემოვნება, იგივე ფასეულობები, იგივე ინტელექტუალური ძალა. ისინი ერთმანეთს თითქოს სარკეში უყურებდნენ და უსაზღვროდ ბედნიერები იყვნენ. ისინი არ ზღუდავდნენ ერთმანეთს გარე ინტრიგებში. ბოვუარი დღეს შესაძლოა, უხეში, ინტელექტუალური ქალი ყოფილიყო, ხვალ კი კლასიკური, პრეტენზიული გოგონა.

 

Симона и Жан Поль

 

მიუხედავად იმისა, რომ სიმონი და ჟან პოლი წყვილი იყო, ისინი ერთად არ ცხოვრობდნენ და ღამეებს სხვადასხვა სახლებში ატარებდნენ, რომ ერთმანეთს ყოველდღე შეხვედროდნენ. მიდიოდნენ ერთმანეთთან, თეატრში, ისხდნენ კაფეში და ერთობოდნენ მეგობრებთან. სხვა ადამიანებთან ინტრიგები წყვილს შორის ბზარს არ აჩენდა.

 

ძალიან თავისუფალი სიყვარული

 

პირველმა ზარმა, რომ მათ ერთმანეთის გარეშე ყოფნა შეეძლოთ, მაშინ ჩამოკრა, როდესაც ისინი რუს ემიგრანტს, ახალგაზრდა დიდგვაროვან ოლგა კოზაკევიჩს შეხვდნენ. მან ორივეს მიმართ ვნება გამოხატა და ორივეს უკვირდა მისი უნარი, დანებებოდა ყოველ სიამოვნებას ბოლომდე. მაგალითად, ეცეკვა გულის წასვლამდე.

 

ყველასათვის მოულოდნელად, ქორწინებაში არ მყოფმა ჟან პოლმა ოლგას ხელი და გული შესთავაზა. რა თქმა უნდა, ოლგამ უარი თქვა, რადგან ის დაუკავშირდა წყვილს სწორედ იმის გამო, რომ მათ სრული თავისუფლება ჰქონდათ.

 

Нельсон Олгрен

 

ოცდაათიანმა წლებმა მათ ცხოვრებაში ბევრი ახალი და შემაშფოთებელი მოიტანა. მეზობელ გერმანიაში ნაცისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში. იტალიაში ნაცისტებს დიდი ხანია, ჰქონდა ძალაუფლება. ოცდაათიანი წლების ბოლოს დაიწყო ახალი მსოფლიო ომი და მალე ფრონტზე წასული სარტრი ტყვედ შეიპყრეს. სწორედ ამის შემდეგ დაწერა სიმონემ თავისი პირველი რომანი, „სტუმარი“.

 

როდესაც სარტრი ტყვეობიდან დაბრუნდა, დაუყოვნებლად მიუტანა რომანი კარგ გამომცემლობას და დაჟინებით მოითხოვა, რომ სიმონეს გაეგრძელებინა წიგნების წერა.

 

დროული მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს. სიმონე აღარ იყო მხოლოდ ფილოსოფიის მასწავლებელი. ის გახდა მწერალი, შემდეგ კი ფილოსოფიური წიგნების ავტორი.

 

გასაკვირი არ არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა თანასწორობისთვის ფართოდ გავრცელდა XIX საუკუნეში, ფემინიზმის დედას სიმონეს ეძახდნენ.

 

სარტრი თავდაპირველად დარჩა შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად, ახალი სიყვარულის გამო. თითქმის ათი წლის შემდეგ, ბედი დაუკავშირა ახალგაზრდა ალჟირელს და იშვილა კიდეც. ეს იყო ერთ-ერთი ფრანგული გზა, ქორწინებისთვის, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებდნენ ერთსქესიანი წყვილები. ამასთან, სიმონეს ცხოვრებაში გამოჩნდნენ მამაკაცები, რომლებიც მისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდნენ.

 

არა მხოლოდ სარტრი

 

თუ საფრანგეთში სიმონეს ჰქონდა ურთიერთობა ქალებთან, როდესაც ჟან პოლთან ერთად გადავიდა ამერიკაში, სერიოზულად შეუყვარდა მამაკაცი. მიუხედავად იმისა, რომ სარტრი მისთვის ჯერ კიდევ პირველ ადგილზე იყო, მომერ მეორე მამაკაცი ძალიან დიდ ადგილს იკავებდა როგორც ცხოვრებაში, ასევე მის გულში. მას ნელსონ ოლგრენი ერქვა და რა თქმა უნდა, მწერალი იყო (ბოვუარი უნიჭოება არ აღიარებდა). ალგრენმა ბოვუარს შესთავაზა მასთან ერთად ჩიკაგოში წასვლა, დაქორწინება და შვილების გაჩენა. სიმონემ უარყო ბოლო ორი, მაგრამ წერილებში ნელსონს საყვარელ ქმარს უწოდებდა.

 

 

ოლგრენის მუდმივი გაღიზიანების გამო, ბოუაირმა მუდმივად მასთან ცხოვრება არ მოინდომა. მას შეეძლო, დიდი ხნით წასულიყო სხვა ქვეყანაში და იქიდან ნაზი წერილები მოეწერა. ალგრენს მისი ნაზი შეხება უფრო სურდა, მაგრამ სიმონეს 304 წერილს ფაქიზად ინახავდა. მათი რომანი თოთხმეტი წელს გაგრძელდა.

 

პარალელურად, სიმონემ კიდევ ერთი მუდმივი საყვარელი გაიჩინა – ახალგაზრდა ჟურნალისტი, კლოდ ლანსმანი. სიმონე 44 წლის იყო, ის კი 27-ის. სიმონე ის გაზეთის რედაქტორი ოყო, სადაც მამაკაცი კორესპოდენტად მუშაობდა. ვინც იცნობდა სიმონეს, ყველას გაუკვირდა, რომ  მან კლოდს შესთავაზა ერთად ცხოვრება. მამაკაცმა უარი არ უთხრა. ისინი შვიდი წელი ცხოვრობდნე ერთად იყვნენ ძალიან ბედნიერები.

 

1958 წელს ის დაშორდა კლოდს. 1961 წელს – ნელსონს. იგი არ დაშორებია ჟან პოლს მაშინაც კი, როდესაც სხვადასხვა კონტინენტზე ცხოვრობდნენ.

 

სამოცდაათიან წლებში, სარტრი მძიმედ დაავადდა ბოვუარი 10 წელი უვლიდა მას, არა მოვალეობის მოხდის მიზნით, არამედ იმიტომ, რომ უყვარდა.

 

 

მუზის გარდაცვალების შემდეგ, თავად სიმონეც თითქოს ჩამოჭკნა. როგორც ჩვიდმეტი წლისა ოცნებობდა, შეუყვარდა სამუდამოდ და ამ სიყვარულმა მოინელა. თავისი მშვენიერი ორეულის დაკარგვიდან 6 წლის შემდეგ სიმონე თვითონაც გარდაიცვალა.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენატარი - +

X