01:44 | 2020-06-25 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

ფეხებზე მკიდია თქვენი გაპრანჭული ბოდიში! რატომ გააბედნიერეთ პედოფილები?! – ბაია პატარია ნიკა გვარამიას

ფეხებზე მკიდია თქვენი გაპრანჭული ბოდიში! რატომ გააბედნიერეთ პედოფილები?! – ბაია პატარია ნიკა გვარამიას

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და “მთავარი არხის” ეთერში ბავშვთა პორნოგრაფიაზე გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა.

 

“საქვეყნოდ გვაყურებინეთ ბავშვთა პორნოგრაფიას, მუსიკებიც კი ჩაგვირთეთ შესაბამისი და თავზე დაგვაფარეთ ბავშვების …  ერთადერთი კითხვა მაქვს – რატომ?

 

„მთავარმა არხმა“ დაუშვა მძიმე შეცდომა, ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას - ნიკა გვარამია 
2020-06-23„მთავარმა არხმა“ დაუშვა მძიმე შეცდომა, ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას - ნიკა გვარამია 

 

რა დაგიშავეს იმ ბავშვებმა, რომლებმაც ამოიცნეს საკუთარი თავი და შესაძლოა ერთმანეთიც, და შესაძლოა, მათმა ახლობლემაც ამოიცნეს ისინი? რა დაგიშავეთ ჩვენ, რომ მუსიკალური გაფორმებით გვაყურებინეთ ბავშვთა პორნოგრაფიას?

 

რატომ გააბედნიერეთ პედოფილები, რომელთაც სასწაული მასალა მიართვით უფასოდ და უპრობლემოდ, ნუ, ოდნავ გაფუჭებული რეზოლუციით, მაგრამ მაგას როგორმე გადაიტანენ. რატომ? რაააატოოოოომ??????????? ფეხებზე მკიდია თქვენი გაპრანჭული ბოდიში! გამეცით პასუხი კითხვაზე – რატომ?” – წერს ბაია პატარაია.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

X