17:20 | 2020-06-26 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანზე შესაძლო ძალადობას ინსპექტორი იძიებს

ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანზე შესაძლო ძალადობას ინსპექტორი იძიებს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მიმართ პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ სახელმწიფო ინსპექტორის პრესსამსახურში განუცხადეს.

 

უწყების ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი უკვე შეხვდა არასრულწლოვანს.

 

ეს ჩანაწერი ადასტურებს, რომ ინციდენტის დროს მარიხუანა მოწიეს - Exclusive-ი შაქარაშვილის საქმეზე
2020-06-26ეს ჩანაწერი ადასტურებს, რომ ინციდენტის დროს მარიხუანა მოწიეს - Exclusive-ი შაქარაშვილის საქმეზე

 

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი უკვე შეხვდა არასრულწლოვანს და მოხდა გასაუბრება და დაიწყო გამოძიება სსსკ-ის ორი მუხლით: 333 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 335 მუხლით, რაც ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულებას გულისხმობს“, – გვითხრეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.

 

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვან პირს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +