13:08 | 2021-09-16 ავტორი: Prime Time

FDA: Pfizer-ის ვაქცინის ბუსტერი დოზა მაღალ იმუნურ პასუხს წარმოქმნის

FDA: Pfizer-ის ვაქცინის ბუსტერი დოზა მაღალ იმუნურ პასუხს წარმოქმნის

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინის ბუსტერი დოზა მაღალ იმუნურ პასუხს წარმოქმნის.

 

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

„ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer-ის ვაქცინის ეფექტურობა სიმპტომური ინფექციის ან „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ დროთა განმავლობაში მცირდება, თუმცა ზოგიერთმა კვლევამ მსგავსი შედეგი არ ცხადყო. საერთო ჯამში, მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ამჟამად აშშ-ში ლიცენზირებული ან ავტორიზებული ვაქცინები კვლავ უზრუნველყოფენ დაცვას მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან“, – აცხადებენ FDA-ში.

 

თუმცა, ამ ეტაპზე მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ვაქცინის დამატებითი დოზის ფართოდ გამოყენება ჯერჯერობით საჭირო არ არის.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!