12:04 | 2020-09-06 ავტორი: Prime Time

„ფასზე ვერ შეთანხმდნენ“ – რატომ მოკლეს თელავში ახალგაზრდა კაცი

„ფასზე ვერ შეთანხმდნენ“ – რატომ მოკლეს თელავში ახალგაზრდა კაცი

5 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

უწყების განმარტებით, პირი, რომელმაც სავარაუდოდ, მკვლელობა ჩაიდინა, ჯერჯერობით დაკავებული არ არის. სავარაუდო დამნაშავის გამოსავლენად, ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

 

მკვლელობა გუშინ, ღამით, სოფელ რუისპირში, მანქანის გაყიდვის გამო დაწყებულ შელაპარაკებას მოჰყვა.

 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსპირში 47 წლის ვანო ხანჯალიაშვილი მოკლეს.

 

გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა, ცეცხსასროლი იარაღით, თავის არეში, სოფელ იყალთოში მცხოვრებმა პირმა მიაყენა.

 

გარდაცვლილი შესაკეთებელ მანქანებს ყიდულობდა და შესაბამისი რემონტის შემდეგ, ყიდდა.

 

გარდაცვლილის ძმა აცხადებს, რომ სავარაუდოდ, მკვლელობის მიზეზი თანხაზე შეუთანხმებლობა გახდა.

 

„მე შევესწარი ჩემი ძმის და იმ პირის შეხვედრას. ჩვეულებრივი საუბარი ჰქონდათ და შემდეგ მე შემოვედი სახლში. ჩემი ძმის ამბავი ჩემმა ბიძაშვილმა გამაგებინა. მე, როცა ვნახე, უკვე გარდაცვლილი იყო და დანარჩენი არაფერი ვიცი. სავარაუდოდ, ამ დაპირისპირების მიზეზი იყოს ის, რომ ჩემი ძმისგან ყიდულობდა ის ბიჭი მანქანას და თანხის დაკლებას თხოვდა, ჩემი ძმა არ უკლებდა და სავარაუდოდ, თანხაზე ვერ შეთანხმდნენ და ამას მოჰყვა ეს ამბავი“, – განაცხადა დაღუპულის ძმამ.

 

საგამოძიებო მოქმედებებს, შემთხვევის ადგილზე, პოლიცია ამ დრომდე ატარებს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები