fbpx
17:35 | 2020-06-07 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ფაშინიანი – ზოგიერთი ანალიზი აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანაში, ამ დროისთვის, 100 000-ზე მეტი ინფიცირებულია

ფაშინიანი – ზოგიერთი ანალიზი აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანაში, ამ დროისთვის, 100 000-ზე მეტი ინფიცირებულია

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, სომხეთში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 100 ათასს აჭარბებს

 

„ზოგიერთი ანალიზი აჩვენებს, რომ ჩვენ ქვეყანაში, ამ დროისთვის, 100 000-ზე მეტი დაინფიცირებულია”, – წერს სოციალურ ქსელში.

 

ფაშინიანის თქმით, სომხეთში COVID-19-ით ორი პაციენტი, რეანიმაციაში უადგილობის გამო გარდაიცვალა
2020-06-06ფაშინიანის თქმით, სომხეთში COVID-19-ით ორი პაციენტი, რეანიმაციაში უადგილობის გამო გარდაიცვალა
   ცნობისთვის, სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში, 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა და მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 200 შეადგინა. ვირუსი კი, 766 ადამიანს დაუდგინდა.

 

ბოლო მონაცემებით, სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 13,130 შემთხვევაა აღწერილი. მათგან 4,014 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

X