14:27 | 2020-07-29 ავტორი: Prime Time

ფარული ჩანაწერი: კრიმინალური ავტორიტეტი „ბაჯუნა“ და მამაკაცი, რომელსაც ფულს სძალავენ

ფარული ჩანაწერი: კრიმინალური ავტორიტეტი „ბაჯუნა“ და მამაკაცი, რომელსაც ფულს სძალავენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ფარულ სატელეფონო ჩანაწერს, სადაც ფიგურირებენ ესპნეთში მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდი“ ლაშა ბარათელი (ჭია), მისი ძმა ლევან ბარათელი და კრიმინალური ავტორიტეტი კობა კვარაცხელია, მეტსახელად „ბაჯუნა“.

 

 

ლევან ბარათელი და კობა კვარაცხელია სამართალდამცველებმა თბილისში სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. მათ ქურდული სამყაროს წევრობას, იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

 

გავრცელებული ჩანაწერით ირკვევა, რომ კობა კვარაცხელია ფულს სძალავს მამაკაცს, შემდეგ კი უკავშირდება აჭარაში მყოფ ლევან ბარათელს, რომელსაც 5000 დოლარის გადაცემას პირდება.

 

ჩანაწერში ასევე ასახულია „კანონიერი ქურდის“ ლაშა ბარათელის და მისი ძმის, ლევან ბარათელის საუბარი. ირკვევა, რომ ლევან ბარათელი თბილისიდან ესპანეთში ძმას ფულს უგზავნის.

 

სპეცოპერაცია თბილისში: დაკავებულია „კანონიერი ქურდის“, ლაშა ბარათელის ძმა
2020-07-29სპეცოპერაცია თბილისში: დაკავებულია „კანონიერი ქურდის“, ლაშა ბარათელის ძმა
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X