21:32 | 2021-03-07 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ფარული აუდიოჩანაწერის ფიგურანტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 2011 წელს მომხდარ ისტორიას იხსენებს

ფარული აუდიოჩანაწერის ფიგურანტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 2011 წელს მომხდარ ისტორიას იხსენებს

მოკლედ ვწერ „ტვ პირველზე“ გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით. გუშინწინ ჩვენთან იყვნენ მოსული ჟურნალისტები და გვეკითხებიდნენ დასჯასა და დაშინებასთან დაკავშირებით, ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა ის, რაც ჯერ კიდევ 2011 წელს დავპოსტე.

 

ირაკლი კობახიძე ფარულ აუდიოჩანაწერს პოსტით და ფოტოთი გამოეხმაურა
2021-03-07ირაკლი კობახიძე ფარულ აუდიოჩანაწერს პოსტით და ფოტოთი გამოეხმაურა

 

მაშინ ვიყავი 15-16 წლის, ბერას რომელიღაც პოსტზე დავწერე კომენტარი. მიუხედავად იმისა, რომ გინებას და ლანძღვას არ შეიცავდა, არასასიამოვნო კომენტარი ნამდვილად იყო. რამდენიმე დღის შემდეგ ოჯახში მოვიდა დაცვის სამი თანამშრომელი, რომლებმაც გვითხრეს, რომ ისინი, როგორც ოჯახის დაცვა, დაინტერესდნენ იმით, რომ ბერას მისამართით არის მასირებული შეტევა, მუქარები საკმაოდ დიდი ჯგუფისგან და აინტერესებდათ რა საფუძველი ჰქონდა ამას, რაზეც ვუთხარი, რომ ჩემი მხრიდან არანაირი მუქარა არ ყოფილა და არც რაიმე კონკრეტული პრეტენზია არ მქონდა მასთან. ამაზე ოჯახის თანდასწრებით ძალიან ზრდილობიანად მთხოვეს თავი შემეკავებინა ისეთი კომენტარებისგან, რომელიც შეიძლებოდა მუქარად აღქმულიყო. რა თქმა უნდა გავითვალისწინე, რადგან დამუქრება არც მანამდე მიფიქრია. იქიდან არანაირ მუქარას და დაშინებას და მით უმეტეს დასჯას ადგილი არასოდეს ქონია“, – ნათქვამია ლადო ბენდიანიშვილის Facebook-პოსტში.

 

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, დასჯას უკვეთავს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X