fbpx
12:15 | 2020-11-25 ავტორი: Prime Time

ფაქტობრივად ომში ვართ, შვილიშვილთან ჩახუტება მენატრება – მარინა ენდელაძის ემოციური განცხადება

ფაქტობრივად ომში ვართ, შვილიშვილთან ჩახუტება მენატრება – მარინა ენდელაძის ემოციური განცხადება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე მოსახლეობას მაღალი თვითშეგნების გამოჩენისკენ მოუწოდებს და სთხოვს, დაიცვან წესები, რადგან საქართველოში არსებული ეპიდვითარება საშიშ ზღვარს მიუახლოვდა.

 

როგორც ცნობილია კორონავირუსით დაინფიცირდა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, მეუღლესთან ერთად. როგორია თავად მარინა ენდელაძის და მისი კოლეგის, მარინა ეზუგბაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც ყოველდღიურად მედიას კოვიდსტატისტიკას აცნობდნენ, თუმცა ახლა სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ ქვეყნის წამყვანი ინფექციონიტები ტრადიციული ბრიფინგებისთვისაც ვეღარ იცლიან.

 

ცნობილი ტელეწამყვანის და ცნობილი ინფექციონისტის საერთო ტრაგედია - რას ყვება ნელი აგირბა
2020-04-22ცნობილი ტელეწამყვანის და ცნობილი ინფექციონისტის საერთო ტრაგედია - რას ყვება ნელი აგირბა

 

„მე კოვიდი არ დამმართნია, მაგრამ გადაღლილი ვარ. ყველა ძალიან გადავიღალეთ. ბევრია პაციენტი და არამხოლოდ სტაციონარში. ჩემი ტელეფონი მთელი დღის მანძილზე არ ჩერდება. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველას დავეხმაროთ. ბევრი უცნობი რეკავს და ყველასთან ვახერხებთ კომუნიკაციას. ფაქტობრივად, ომში ვართ, ისე ვმუშაობთ. ღამეც არ ჩერდება ჩემი ტელეფონი. მთელი ღამე ზარებს ვპასუხობ, ვერ გავთიშავ, რადგან უჭირთ ადამიანებს და უნდა დავეხმაროთ“, – ამბობს მარინა ენდელაძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას.

 

ის სახლში შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს და ამბობს, რომ მასთან ჩახუტება ენატრება.

 

„თვითონ მიფრთხილდება ძალიან. ვუთხარი, სამსახურში არ დავინფიცირდები, იქ ვიცავ თავს და შენ არ მომიტანომეთქი. შესაბამისად, ცდილობს დაიცვას ყველა რეგულაცია და არ მომიტანოს ვირუსი. გვაქვს პირობები და შეგვიძლია ერთმანეთისგან იზოლირებულად ვიყოთ. სიმართლე გითხრათ, მენატრება ჩახუტება, მაგრამ ვცდილობ, არ ჩავეხუტო და არ მოვეფერო. მე სულ კონტაქტი მაქვს ინფიცირებულებთან და რა დროს, რა იქნება არ ვიცი. თვითონ მიწყობს ხელს ჩემი შვილიშვილი, ძალიან კარგი ბიჭია“, – ამბობს მარინა ენდელაძე.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X