fbpx
18:15 | 2020-11-24 ავტორი: Prime Time

“ფაქტები ვიცი, რომ რეგიონებში კოვიდინფიცირებული ექიმები კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ” – ინგა მამუჩიშვილი

“ფაქტები ვიცი, რომ რეგიონებში კოვიდინფიცირებული ექიმები კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ” – ინგა მამუჩიშვილი

“ეპიდემიოლოგები სულ გვაფრთხილებდნენ, რომ შემოდგომა-ზამთარი გექნებოდა მძიმე, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, ზაფხულის პერიოდი დავკარგეთ და არ გავაკეთეთ ის, რისი გაკეთებაც შეგვეძლო.

 

სრული „ლოკდაუნიდან“ გადავედით ცხოვრების გაფართოებულ რეჟიმზე. აი, ამ პერიოდიდან დაიწყო შემთხვევების ზრდა“, – ამის შესახებ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ინგა მა­მუ­ჩიშ­ვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ თვითნებურად! - ექიმი ასახელებს მედიკამენტებს, რომლიც მიღებაც ექიმის გარეშე სახიფათოა
2020-11-24არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ თვითნებურად! - ექიმი ასახელებს მედიკამენტებს, რომლიც მიღებაც ექიმის გარეშე სახიფათოა

 

მამუჩიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი რეალურად 4-5-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე დიაგნოზირებული შემთხვევები.

 

„რამდენიმე დღის წინ კოვიდინფიცირების რიცხვმა 4 ათასს გადააჭარბა და ეს მხოლოდ სტატისტიკური მონაცემებია, სინამდვილეში ესენი მხოლოდ და მხოლოდ დიაგნოსცირებული პაციენტები არიან და მათ უკან მინიმუმ 5 ადამიანია, ანუ სადღაც 4-5-ჯერ უნდა გავამრავლოთ ეს რიცხვი, რომ ინფიცირებულების რეალური რიცხვი მივიღოთ.

 

ჯანდაცვის სისტემა პრაქტიკულად ვეღარ უმკლავდება, სავალალო მდგომარეობა ჰოსპიტალურ სექტორში, პირველად ჯანდაცვის რგოლში, 112-ში, რომელიც ვეღარ უმკლავდება ამ სიტუაციებს. ფაქტები ვიცი, რომ რეგიონებში კოვიდინფიცირებული ექიმები კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, რადგან პრაქტიკულად არ გვაქვს ხელი, ძალა, არ გვყავს დამხმარე”, – განაცხადა ინგა მამუჩიშვილმა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X