fbpx
12:03 | 2020-08-21 ავტორი: Prime Time

ფანასკერტელის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა

ფანასკერტელის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 500 კვ.მ  ფართობზე განხორციელდა.

 

პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა LED სანათები, ფიტნეს ტრენაჟორები, საპარკე სკამები და კაუჩუკისსაფარიან მოედანზე სხვადასხვა ატრაქციონი განთავსდა. სკვერში ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც.

 

რეაბილიტირებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩაზე არსებული სკვერი სრულად განახლდება
2020-08-18ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩაზე არსებული სკვერი სრულად განახლდება

„ფანასკერტელის ქუჩაზე კიდევ ერთი სკვერის კეთილმოწყობა დავასრულეთ. აქ გართობისა და დასვენებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ვფიქრობ, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა. დასასვენებელი სივრცეების მოწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად განვაგრძობთ“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

 

სამუშაოები, რისთვისაც ბიუჯეტიდან 142 620 ლარი გამოიყო, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ტაომ“ განახორციელდა.

 

 

 

 

 

R

ავტორი: Prime Time


X