fbpx
18:04 | 2020-12-03 ავტორი: Prime Time

ფანასკერტელის ქუჩაზე სკვერის მოსაწყობად 228 159 ლარი გამოიყო

ფანასკერტელის ქუჩაზე სკვერის მოსაწყობად 228 159 ლარი გამოიყო

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩა N12ა კორპუსის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

 

„აღნიშნული ტერიტორია გაყიდული იყო კერძო მესაკუთრეზე. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ადგილმონაცვლეობა განხორციელდა და სივრცე დაუბრუნდა მუნიციპალიტეტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის ასევე,  ადგილობრივი  მოსახლეობისთვის. ვცდილობთ, რაიონში რაც შეიძლება მეტი კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე შევქმნათ. ვფიქრობ, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

 

ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და საპარკე სკამები განთავსდა. აგრეთვე, გაკეთდა საბავშვო მოედანი, სადაც კომბინირებული ატრაქციონი დამონტაჟდა.

 

აღნიშნულ მისამართზე სკვერის მოსაწყობად საბურთალოს რაიონის გამგეობამ 228 159 ლარი გამოყო.

ავტორი: Prime Time
X