23:32 | 2020-08-08 ავტორი: ირაკლი გოგვაძე

ფანასკერტელის ქუჩაზე ავტომობილი სკვერში შევარდა და 20 წლის გოგოს დაეჯახა

ფანასკერტელის ქუჩაზე ავტომობილი სკვერში შევარდა და 20 წლის გოგოს დაეჯახა

ავარია მოხდა თბილისში. ფანასკერტელის ქუჩაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ერთ-ერთ სკვერში შევარდა და 20 წლის დაეჯახა.

 

ავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო და ის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

 

როგორც შსს-ში ამბობენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

ავტორი: ირაკლი გოგვაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X