20:59 | 2020-03-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

Facebook-მომხმარებელი პირბადეების უფასოდ დარიგების კამპანიას იწყებს

Facebook-მომხმარებელი პირბადეების უფასოდ დარიგების კამპანიას იწყებს

პირბადეებს დავურიგებ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება, – ამ შინაარსის პოსტს გიო ქოთოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომლის პოსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„მომენტი, როდესაც ჩვენს ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება ერთმანეთის თანადგომა, რათა შევამციროთ COVID-19 ის (კორონა ვირუსი) გავრცელების რისკი. პირბადეები უნდა გამოიყენონ ვირუსის, გრიპის და სხვა სახის გაციების მქონე ადამიანმა (მოხუცმა და ფეხმძიმე ქალბატონებმა) და არა ჯანმრთელმა, რადგან პირბადე ჯანმრთელ ადამიანს არ იცავს ვირუსისგან.

 

ასე რომ, მარაგში საკმაო რაოდენობაა პირბადეების, დავურიგებ უანგაროდ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ძალიან სჭირდება ეს პირბადეები!!! მაქსიმალურად გაავრცელეთ ეს ინფორმაცია, რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელების რისკი !!!! არ ვყიდი, არც ვყიდიდი და არც გავყიდი. უბრალოდ საჩუქარად“, – წერს Facebook-მომხმარებელი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები