14:12 | 2020-05-13 ავტორი: ალექსი ქამადაძე

Facebook-მა რამზან კადიროვის Instagram-ი დაბლოკა

სოციალური ქსელის გიგანტმა „ფეისბუქმა“ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის „ინსტაგრამის“ ანგარიში დაბლოკა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

 

„ინსტაგრამი“, რომელიც კომპანია „ფეისბუქის“ მფლობელობაშია, განმარტავს ჩეჩნეთის ლიდერის მიმართ დაწესებული სანქციების მიზეზებს.

 

რუსეთის მთავრობის წევრების შემდეგ აშშ-მ და ევროპის ქვეყნებმა სანქციები მოსკოვის მიერ უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო აგრესიისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ დააწესეს.

 

2020-05-06"ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" Facebook-მა გააერთიანა - ცუკერბერგს ორივე მადლობას უხდის

 

„როგორც ამერიკული კომპანია, ვმოქმედებთ აშშ-ის სანქციური კანონმდებლობის ფარგლებში და მუდმივად ვიღებთ ზომებს სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად.

 

ამ შემთხვევაში, წავშალეთ იმ პირის ანგარიშები, რომელზეც სანქციებია დაწესებული. მსგავს ანგარიშებთან ადრეც ასე ვმუშაობდით“, – განუცხადა ტელეკომპანია РБК-ს Facebook-ის წარმომადგენელმა.

 

ამ დროისთვის კადიროვის ანგარიში მიუწვდომელია და მის გვერდზე შესვლისას გვხვდება გაფრთხილება, რომ გვერდი არ არის ხელმისაწვდომი ან ანგარიში დაბლოკილია.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენატარი - +

X