11:44 | 2020-06-01 ავტორი: ნინი ტაველიძე

ცუკერბერგის პროტესტი! – Facebook-მა მთავარი ფოტო გააშავა

ცუკერბერგის პროტესტი! – Facebook-მა მთავარი ფოტო გააშავა

Facebook-მა მთავარი ფოტო გააშავა. სავარაუდოდ, აღნიშნული ქმედება მენეაპოლისში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

 

Facebook-ის გვერდზე მარკ ცუკერბერგი სტატუსი აქვს გაზიარებული, სადაც წერია:

 

„გასული კვირის მოვლენების ტკივილი გვახსენებს იმას, თუ რამდენად შორს უნდა წავიდეს ქვეყანა იმისთვის, რომ ყველა ადამიანს  თავისუფლება მისცეს. რათა მათ ღირსეულად და მშვიდობიანად იცხოვრონ.

 

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ის გარემო ამერიკაში, რომელშიც ფერადკანიანი ადამიანები ცხოვრობენ, რასიზმისა და უსამართლობის ხანგძლივი ისტორიის ნაწილია. ჩვენ ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა ცვლილებები მოვახდინოთ.

 

რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან
2020-06-01რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან

 

ჩვენ ვდგავართ ფერადკანიან საზოგადოებასთან – ჯორჯ ფლოიდთან, ბრეონა ტეილორთან და კიდევ სხვა მრავალთან, ვისი სახელებით არასდროს მიეცემა დავიწყებას.

 

იმისთვის, რომ ამ ბრძოლას მხარი დავუჭიროთ და ფერადკანიან საზოგადოებას გვერდში დავუდგეთ. Facebook-ი მათთვის უფრო მეტად უსაფრთხო პლატფორმა უნდა იყოს.

 

მართალია რთული იყო ფლოიდის იმ ვიდეოს ნახვა, რომელიც Facebook-ზე დარნელა ფრეზიერმა ატვირთა, მაგრამ ეს ჩვენ გვჭირდებოდა, უნდა გვენახა.

 

უნდა გვახსოვდეს ფლოიდის სახელი. მაგრამ აშკარაა ის, რომ Facebook-ს უფრო მეტი აქვს სამუშაო, რათა დაცული იყოს ადამიანების უსაფრთხოება.

 

სამართლიანობისთვის მებრძოლ ორგანიზაციებს ასევე სჭირდებათ დაფინანსება, ამიტომ Facebook რასობრივ სამართლიანობაზე მომუშავე ჯგუფებს დამატებით 10 მილიონს გადაურიცხავს.

 

თუმცა, ვიცი რომ 10 მილიონი ამ პრობლემას ვერ უშველის. ამას უფრო გრძელვდიანი მუშაობა სჭირდება და მე და პრისკილა ამაზე ვმუშაობთ.

 

იმედი მაქვს, რომ შევძლებთ იმ ყველაფრის გაკეთებას, რაც სამართლიანობის მისაღწევად საჭიროა – არა მარტო, იმ ოჯახებისთვის და თემებისთვის, რომლებიც ახლა მწუხარებას განიცდიან, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც უთანასწორობის ტვირთს ატარებენ“.

 

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც პოლიციამ ძალის გამოყენებით 46 წლის მამაკაცი, ჯორჯ ფლოდი დააკავა.

 

ფლოდის დაკავების ვიდეომ აშშ-ის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია.

 

კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია.

 

მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +