11:10 | 2020-09-15 ავტორი: თამთა თორდია

ეზუგბაია: კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევიდან 124 აჭარაში დადასტურდა

ეზუგბაია: კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევიდან 124 აჭარაში დადასტურდა

კორონავირუსის 170 დადასტურებული შემთხვევიდან 88 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 50-ს აქვს მოგზაურობის ისტორია,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, 4 საკარანტინე სივრცეში დადასტურებული შემთხვევა ხოლო დანარჩენი ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევაა, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება.

 

„რეგიონების მიხდვით 170 ახალი შემთხვევა ასე ნაწილდება“:

 

124 აჭარა.

 

20 თბილისი.

 

13 ქუთაისი.

 

6 ზუგდიდი.

 

3 გურია.

 

3 მცხეთა.

 

1 ცაგერი.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 170 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია უკვე განახლდა stopcov.ge-ზე.

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X