14:18 | 2021-10-15 ავტორი: Prime Time

EXCLUSIVE: ცრემლებში იხრჩობოდნენ მაშველები და ისე მუშაობდნენ – რას ჰყვება ბიჭი, რომელმაც ბათუმის ტრაგედიის დღეს ადამიანი გადაარჩინა

EXCLUSIVE: ცრემლებში იხრჩობოდნენ მაშველები და ისე მუშაობდნენ – რას ჰყვება ბიჭი, რომელმაც ბათუმის ტრაგედიის დღეს ადამიანი გადაარჩინა

ბათუმში 8 ოქტომბერს მრავალსართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო სრულად ჩამოიშალა. ნგრევამ 9 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათგან მხოლოდ ერთი ადამიანი ზვიად თავდგირიძე გადარჩა. 

 

საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმში კორპუსის ნგრევის გამოწვევაში ბრალდებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მათ 2-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

ტრაგედიიდან, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, ერთი კვირა გავიდა. მაშველები 30 საათის განმავლობაში კორპუსის ნანგრევების ქვეშ მოყოლილ 10 ადამიანს უწყვეტად ეძებდნენ.

 

ზვიად თავდგირიძის გადარჩენა მაშველების და „ბათუმის წყალი“-ს თანამშრომლის, ლუკა ჩორგოლაშვილის დამსახურებაა. რომელიც შემთხვევის ადგილზე პირველი მივიდა.

 

ბიჭი ბათუმის ტრაგედიის გმირებიდან - რიგითი მოქალაქის საოცარი ამბავი
2021-10-15ბიჭი ბათუმის ტრაგედიის გმირებიდან - რიგითი მოქალაქის საოცარი ამბავი

 

„პრაიმტაიმი“ ლუკა ჩორგოლაშვილს პირადად გაესაუბრა. ექსკლუზიურ ინტერვიუში ახალგაზრდა გვიყვება დეტალებს, როგორ აღმოჩნდა შემთხვევის ადგილზე.

 

„ტრაგედიის ადგილას პირველები აღმოვჩნდით, რადგან ბათუმის წყალი გამოძახებაში იყო ამ სიტუაციაში, დამხმარეები ვიყავით, რომლებიც ჩვენი ტექნიკით მივედით. შემდეგ მოვიდა სამაშველო და გაგრძელდა ბრძოლა.

 

ყველაზე დიდი ტკივილი იყო, როდესაც ადამიანი შველას ითხოვდა და ვერ ვეხმარებოდი. მე კონტაქტზე ვიყავი ზვიადთან. ის ხან ითიშებოდა, გონებას კარგავდა და ფსიქოლოგიურადაც ვამხნევებდი, ყურადღება ჩემკენ მოვმართე, ვესაუბრებოდი და ამით ადამიანი გამოცოცხლდა, უფრო ვიჭერდი კონტროლის ქვეშ. თავიდან არ მიშვებდნენ ტერიტორიაზე, მაგრამ არაფერი შემაჩერებდა, მერე ჩაფხუტიც მომცეს.

 

 

გადარჩენილი სიცოცხლე

 

 

„ზვიადის ხმა ისმოდა. ნანგრევებში ოთახის აღწერას მივყევით და ხმაც ნელ-ნელა მოახლოვდა. ნახევარ საათში მივაგენით და ერთ საათში ამოვიყვანეთ. მაშველები გვერდში დამიდგნენ, ვუთხარი მიწა გავჭრათ-თქო ქვევიდან, შესწავლილი მაქვს და ვიცი, რომ არაფერი მოხდება-თქო. დამიდგნენ მაშველები და ამისრულეს როგორც ვთხოვე.

 

მინდა მაშველებზე ვთქვა, პირველად დავინახე, რომ სულს და გულს თმობენ ადამაინებისთვის, ეს ყველაზე დიდი სიმწარე იყო, ცრემლებში იხრჩობოდნენ. ამას სხვები ვერ დაინახავდნენ რადგან შორს იყვნენ, ყველა ცრემლიანი მუშაობდა. საქართველოს ჰყავს ისეთი მაშველები, რომლებიც სიცოცხლესაც გასწირავენ.

 

 

სხვებიც რომ გადამერჩინა, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა, ყველაზე დიდი სიმწარე მაშინ განვიცადე, როდესაც ადამიანი შველას ითხოვდა და მე ვერაფერს ვაკეთებდი.

 

ვიბრძოლე და ყველაფერი გავაკეთე, რომ ერთი ადამიანი მაინც გადარჩენილიყო და ღვთის წყალობით ეს ადამიანი ცოცხალია. დღეს ვიყავი ზვიადთან, ჩავეხუტე და სურათიც გადავიღე. ყველაფერი ახსოვდა, კარგად გაიხსენა ის მომენტი, როდესაც ნანგრევებში მოყოლილს გარედან ვესაუბრებოდი და ვამხნევებდი. მას ყველაფერი, ყველაფერი ახსოვს“,- ამბობს ლუკა ჩორგოლაშვილი „პრაიმტაიმთან“.

 

 

 

ავტორი: თამთა თორდია

ავტორი: Prime Time

X