20:10 | 2020-06-17 ავტორი: მარი ჯაფარიძე

Exclusive: „ცხოვრობს სახლში, სადაც დედა მოკლა… ყვავილებით ადის დედის საფლავზე“ – გახმაურებული მკვლელობის ფიგურანტი ბალერინა თავისუფალია

Exclusive: „ცხოვრობს სახლში, სადაც დედა მოკლა… ყვავილებით ადის დედის საფლავზე“ – გახმაურებული მკვლელობის ფიგურანტი ბალერინა თავისუფალია

2017 წლის მაისში თბილისში, ისნის რაიონში შვილმა დედა მოკლა. მშობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პრიმა ბალერინა, ანი მურადელი აღმოჩნდა.

 

ანი აყვანილი შვილი გახლდათ და მას 2 წლიდან ზრდიდნენ მშობლები. მამა ტრაგედიამდე რამდენიმე წლით ადრე გარდაიცვალა და დედა-შვილი მარტო ცხოვრობდა.

 

ანა მურადელმა დედის მკვლელობამდე, ერთი კვირით ადრე ოპერის სცენაზე ერთ-ერთი წამყვანი როლი ითამაშა.

 

ის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სცენაზე დაახლოებით 15-18 წელი ცეკვავდა და მსოფლიოს 80 ბალერინას შორის იყო დასახელებული, ვინც ყველზე უკეთ ასრულებდა გედის პარტიას.

 

კორონავირუსმა საქართველოში საქორწილო ბიზნესი გააკოტრა
2020-06-17კორონავირუსმა საქართველოში საქორწილო ბიზნესი გააკოტრა

 

ანა მეუღლეს რამდენიმე წლით ადრე დაშორდა. მათ შვილი არ  ჰყოლიათ.

 

მეუღლეთან დაშორების შემდეგ პრიმა ბალერინა ალკოჰოლდამოკიდებული გახდა. ფეხზე ტრავმა მიიღო და სცენაზე პირველხარისხოვან როლებს ვეღარ ასრულებდა. ამბობდნენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განსაკუთრებულად ზრუნავდა პრიმა ბალერინა, ნინო ანანიაშვილი.

 

სწორედ მისი დახმარებით, ანა მურადელს ფეხზე ოპერაცია და ალკოჰოლზე დამოკიდებულების საწინააღმდეგოდ სამკურნალო კურსიც ჩაუტარდა.

 

ანა მურადელი ოჯახის ერთადერთი შვილია. მამამისი, ლევან მურადელი ცნობილი მუსიკოსი, სახელმწიფო „კაპელის“ ერთ-ერთი წევრი იყო. დედა ასოცირებული პროფესორი იყო. იგი  თბილისის  სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ლექციებს კითხულობდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბრალდებულმა დედას თავში ვაზა ჩაარტყა, რის შედეგადაც მოხუცი გარდაიცვალა. ისიც ცნობილია, რომ შვილმა თითქმის 24 საათი გარდაცვლილ დედასთან ერთად გაატარა, განგაში მეორე დღეს მოკლულის დამ ატეხა, რადგან ტელეფონს არავინ პასუხობდა. მან პოლიცია და „სასწრაფო“ გამოიძახა. კარგა ხანს ბინის კარი არავინ გაუღო, ბოლოს პოლიციამ ბინაში შეაღწია და იქ უმძიმესი სურათი დახვდა. ოთახი არეული იყო, იქვე ესვენა მოხუცის ცხედარი, სახლში იყო ბალერინაც.

 

დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში ალექსანდრე ჭიკაიძე - შს ყოფილი მინისტრის განმარტება
2020-06-17დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში ალექსანდრე ჭიკაიძე - შს ყოფილი მინისტრის განმარტება

 

მკვლელობაში ბრალდებულ ბალერინას სასამართლომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა განუსაზღვრა და ის ხონში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადიოდა მკურნალობას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მურადელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, რადგან ექსპერტიზის დასკვნით, ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინაღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის.

 

„სამართლებრივად, იძულებითი მკურნალობის მაქსიმალური ვადა 4 წელია. თუ მურადელი გამოჯანმრთელდება, შესაძლებელია, ის ამ დაწესებულებიდან ადრეც გათავისუფლდეს, მაგრამ თუ მდგომარეობა დამძიმდება, მას იქ მეტი ხნით დარჩენა მოუწევს.

 

ყველაფერი მკურნალობაზეა დამოკიდებული. თუ მურადელი საზოგადოებისთვის საშიში გახდება და მდგომარეობა დამძიმდება, მას გამოჯანმრთელებამდე გარეთ არავინ გამოუშვებს. დღევანდელი მონაცემებით, ექსპერტიზის დასკვნით სასამართლომ წელიწადი და 6 თვე მკურნალობისთვის საკმარისად ჩათვალა”, – განაცხადა მაშინ ანი მურადელის ადვოკატმა, ვახტანგ აბესაძემ.

 

მისი თქმით, ანი მურადელს მომხდართან დაკავშირებით არაფერი ახსოვს.

 

„როცა ველაპარაკებოდით, ვერაფერს იხსენებდა, უცნაურ მდგომარეობაში ვარდებოდა, კანკალებდა. შესაბამისად, აღარ ვაიძულებდით ამ მხრივ კონტაქტში შემოსულიყო“, – განაცხადა ადვოკატმა.

 

დედის მკვლელობაში ბრალდებული ბალერინა, ანი მურადელი ქალთა მეხუთე დაწესებულებიდან ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანა წელიწად-ნახევრის წინ გამოვიდა.

 

სასამართლომ დაზარალებულად გარდაცვლილი და, ესმა მინდორაშვილი ცნო. დაზარალებული სასამართლოს განჩინებით უკმაყოფილო იყო და უფრო მაკცრ სასჯელს ელოდნენ, მაგრამ დავა არ გაუგრძელებიათ.

 

ანის ოჯახის ახლობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ დეიდის ოჯახი ანი გათავისუფლების შემდეგ არ შეურიგდა.

 

– როდესაც ანი დაწესებულებიდან გამოვიდა, დეიდამისმა სახლის გასაღები მეზობელთან დაუტოვა და შეუთვალა, რომ მასთან ურთიერთობის აღდგენა არ ეცადა და თუ მივიდოდა, პოლიციას გამოიძახებდა.

 

2 წლიდან გაზარდეს დედამ და დეიდამ და დიდი ამაგი აქვთ მასზე. რაზე უნდა ესაუბროს, რომ მივიდეს?  თვალებში როგორ შეხედავს?

 

დის მკვლელს როგორ შეიძლება, რომ აპატიონ? ანის დეიდაშვილი ამერიკაში ცხოვრობს და როცა ანი ციხიდან გამოვიდა, ფულიც კი გამოუგზავნა, მშიერი რომ არ ყოფილიყო, სანამ რაიმე გზას დაადგებოდა.

 

მკვლელობამდეც ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ დედისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია და ეს წლები გრძელდებოდა.

 

იძახებენენ პოლიციას და ნარკოლოგიურში გადაჰყავდათ. სასმელზე იყო დამოკიდებული, არაყს ეძალებოდა და ძალიან ცუდი სიმთვრალე ჰქონდა.

 

ახლა გავიგეთ, რომ აღარ სვამს, დამშვიდებულია და სალონში, „მანიკიურშად“ მუშაობს. ცხოვრობს იმ სახლში, სადაც მკვლელობა ჩაიდინა. ერთი მხრივ, ამასაც ხომ გაძლება უნდა?

 

დეიდის ოჯახი ციხეშიც ყურადღებას აქცევდა, ტანისამოსს უგზავნიდნენ, ყველაფრის მიუხედავად.

 

როგორც ვხვდებით, ანი დედის საფლავზეც დადის, რომელიც თვითონ მოკლა, რადგან სასაფლაოზე მისულ ოჯახის წევრებს ხვდებათ ლარნაკში ჩალაგებული ცოცხალი ყვავილები და სხვა არავინ მიიტანდა, მის გარდა.

 

ძალიან ძნელია ასეთი რამის პატიება და ოჯახს უჭირს, დაივიწყოს მომხდარი.

 

ჯობს, ცალ-ცალკე იყვნენ. ისე კი ყველა მომხრეა, რომ ბედნიერი იყოს, გათხოვდეს, შვილები შეეძინოს და ცხოვრება ააწყოს. მისი ცუდი არავის უნდა.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენატარი - +

X