23:25 | 2021-07-19 ავტორი: თამარ ბუჩუკური

Exclusive – თბილისის მერობისთვის თაკო ჩარკვიანი იბრძოლებს

Exclusive – თბილისის მერობისთვის თაკო ჩარკვიანი იბრძოლებს

პრაიმტაიმისთვის ცნობილი გახდა, რომ ოქტომბრის შუალედურ არჩევნებზე თბილისის მერობისთვის თაკო ჩარკვიანი იბრძოლებს.

 

ინფორმირებული წყაროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება კვირის ბოლოს, ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის.

 

“პრაიმტაიმი” აღნიშნულ ინფორმაციაზე სასაუბროდ თაკო ჩარკვიანს დაუკავშირდა. მან თქვა, რომ მსგავსი შეთავაზება ჯერ არ მიუღია.

 

“მსგავსი შეთავაზება მე არ მიმიღია, მართალი რომ გითხრათ, არც მიფიქრია. ამდენად ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ისე მოვიქცევი, როგორც საჭირო იქნება დასავლური ვექტორის პარტიების, მხარდამჭერების და მთლიანად ქვეყნისთვის. არცერთ თანამდებობაზე არ მიოცნებია, პარტიული არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ რუსეთის გააქტიურების შემდეგ, სხვა გზა ვეღარ დავინახე, ამიტომაც ვარ პარლამენტში.

 

სხვა საკითხებზე როგორც აღვნიშნე, კომენტარს ვერ გავაკეთებ.” – ამბობს თაკო ჩარკვიანი. 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X

error: Content is protected !!