fbpx
15:14 | 2020-11-13 ავტორი: Prime Time

Exclusive: სპეცოპერაცია ჩაქვში – დაკავებულია ქალის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული

Exclusive: სპეცოპერაცია ჩაქვში – დაკავებულია ქალის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული

რამდენიმე საათის წინ, სამართალდამცველებმა ჩაქვში სპეცოპერაცია ჩაატარეს. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, საქმე ეხება, სავარაუდოდ 8 ნოემბერს ბათუმში მომხდარ საზარელ მკვლელობას.

 

ბალარუსის მოქალაქის, 40 წლამდე ასაკის ქალის ცხედარი ნაქირავებ ბინაში იპოვეს. მას სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებულის დასაკავებლად ჩატარდა სპეცოპერაცია ჩაქვში. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლთან აიყვანეს.

 

„პრაიმტაიმი“ დეტალების დაზუსტებას შსს-ში ცდილობს, თუმცა უწყება ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

 

იხილეთ ვიდეო – შსს ბათუმში სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების კადრებს ავრცელებს

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X