fbpx
12:15 | 2020-06-02 ავტორი: Prime Time

შესთავაზა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ თენგიზ ცერცვაძეს მაჟორიტარობა?!

შესთავაზა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ თენგიზ ცერცვაძეს მაჟორიტარობა?!

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე პოლიტიკაში ჩართვას გამორიცხავს. როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „PRIMETIME“-თან ინტერვიუში განაცხადა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავაშირებით, მას „ქართული ოცნებისგან“ შეთავაზება არ მიუღია.

 

ცერცვაძე სააგენტოსთან ინტერვიუში ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ ვირუსის გაზრდილი შემთხვევების მიუხედავად, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა, ჯერჯერობით, არ დაწყებულა.

 

ბატონო თენგიზ, რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, საქართველოში კორონავირუსის ორი კლასტერი თბილისსა და მარნეულის სოფელ მერეთში გაჩნდა. ქვეყანაში ვირუსის შემთხვევები კი 796-მდე გაიზარდა. მიანიშნებს თუ არა კორონავირუსის გაზრდილი რაოდენობა, რომ საქართველოში პანდემიის მეორე ტალღა იწყება?

 

-არა, კატეგორიულად – არა. ჯერ ერთი, 11 შემთხვევა და თუნდაც, 20-მდე შემთხვევა ვირუსის ახალ ტალღას არ ნიშნავს. უფრო მნიშვნელოვანია, საიდან შეიკრიბნენ პაციენტები, რომლებიც ბოლო დღეებში დაგვემატნენ.

 

„მედიცინაში ჩემი წასვლა ნაკლებად მოსალოდნელი იყო“ - თენგიზ ცერცვაძე ბავშვობას იხსენებს
2020-05-31„მედიცინაში ჩემი წასვლა ნაკლებად მოსალოდნელი იყო“ - თენგიზ ცერცვაძე ბავშვობას იხსენებს

 

ესენი არიან ადრე არსებული კლასტერებიდან, სანამ შეზღუდვები მოიხსნებოდა, ესენია: ბოლნისი, მარნეული, სადაც რამდენი ხანია უკვე ცხელი კერა არსებობს.

 

იქ რამდენიმე დღის წინ მთელი მოსახლეობა შემოწმდა და ამიტომ გამოვიდა ინფიცირებულთა ამდენი რაოდენობა.

 

მეორე კლასტერი, რომელიც “საბურთალოს“ ეხება, ახალი არ არის. რამდენადაც ვიცი, ერთ-ერთი მედპერსონალი იყო ინფიცირებული და მან თავისი ოჯახის წევრები და მეზობლები დააინფიცირა. ასე, რომ ამ ორი კლასტერიდან არც ერთი გაჩენილა საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ.

 

-ელოდებით თუ არა შემოდგომამდე, კერძოდ, სექტემბრის დასაწყისამდე, კორონავირუსის მეორე ტალღას?

 

-ამ შეკითხვაზე პასუხი ღმერთის გარდა, არავის აქვს. ჩვენ ვარაუდობთ, რომ – არა. სამწუხაროდ, არ გამართლდა მოსაზრება, რომ კორონავირუსს ისეთივე სეზონურობა ექნებოდა, როგორც გრიპის ვირუსს აქვს, ანუ ის მთლიანად გაქრებოდა ზაფხულის თვეებში.

 

ვინმე გასწავლიდათ როგორ გემართათ ეპიდემია? პოლიტიკა თქვენი საქმე არ არის - გუბაზ სანიკიძე თენგიზ ცერცვაძეს
2020-06-01ვინმე გასწავლიდათ როგორ გემართათ ეპიდემია? პოლიტიკა თქვენი საქმე არ არის - გუბაზ სანიკიძე თენგიზ ცერცვაძეს

 

ის დარჩა არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში. მსოფლიოში ძალიან ცოტათი შემცირდა ყოველ დღე ინფიცირებულ პირთა რაოდენობა, ხოლო დაახლოებით, ხუთი დღის წინ მსოფლიოში კორონავირუსის 106 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

რჩება მეორე იმედი, რომ ვირუსის შემთხვევა ზაფხულში შერბილდება, მაგრამ მაინც ამის იმედად არ უნდა ვიყოთ, ჩვენ ჩვენი თავის იმედად უნდა ვიყოთ, ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახურის გამართული საქმიანობის იმედად და იმ თვითშეგნებისა თუ თვითრეგულაციის იმედად, რომელიც ამ სამ თვეში ჩვენმა მოქალაქეებმა გამოიმუშავეს, შეიძლება, ყველამ – არა, მაგრამ გამოიმუშავეს. კმაყოფილებით ვხედავ, რომ საზოგადოებამ ისწავლა, როგორ უნდა მოიქცეს. სექტემბერი ცოტა ადრეა, ოქტომბრამდე არამგონია, რომ რაიმე პრობლემები შეგვექმნას.

 

-გუშინ ინფიცირებულთა 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გუშინწინ – 26, დღეს კი- 2.  ასახავს თუ არა ეს მონაცემები იმ შედეგს, რომელსაც საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის გაუქმების შემდეგ მოელოდით?

 

-დაახლოებით, ის შედეგია, რასაც ველოდი. ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს მაშინ, როცა ტურიზმი გაიხსნება. მოკლედ, ჩვენ ამ გამოცდას გავუძლებთ. შემდეგი სერიოზული გამოცდა იქნება ტურიზმის ამოქმედება.

 

– როდის შეიძლება დადგეს დღის წესრიგში მოხსნილი შეზღუდვების კვლავ ამოქმედება? – კონკრეტულად ვირუსის რამდენი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ?

 

ქართული მედიცინის „დონ კიხოტი“ - ბევრისთვის უცნობი ფაქტები თენგიზ ცერცვაძის შესახებ
2020-03-13ქართული მედიცინის „დონ კიხოტი“ - ბევრისთვის უცნობი ფაქტები თენგიზ ცერცვაძის შესახებ

 

-ასეთი საზომი არ არსებობს. ვერ ვიტყვით, რამდენი შემთხვევის შემდეგ გამკაცრდება რეგულაციები. გააჩნია, ეს შემთხვევები როგორია და საიდან იქნება შემთხვევები, კონტროლირებადი უბნებიდან, სადაც ყველა კონტაქტი გვეცოდინება, თუ უკონტროლო უბნებიდან, როცა არ ვიცით, საიდან მოდიან ეს შემთხვევები.

 

მაინც მიახლოებით თუ გინდათ გითხრათ, მიმაჩნია, რომ დღეში ორ ათეულამდე ახალი შემთხვევა რაიმე საფრთხეს არ წარმოადგენს, იმ თვალსაზრისით, რომ დავუბრუნდეთ შეზღუდვებს.

 

– საქართველოში ისევე, როგორც მსოფლიოში კორონავირუსზე სხვადსხვა მედიკამენტით მკურნალობენ.  მათ შორის, თქვენი მოლოდინები რომელმა მედიკამენტმა უფრო გაამართლა?

 

-ჯერ არც ერთმა მედიკამენტმა საბოლოოდ არ გაამართლა. ანუ, ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მედიკამენტი ცალსახად სხვას სჯობს, რადგან ამის არანაირი მტკიცებულებები, სამწუხაროდ, არ არსებობს.

 

მაქვს სერიოზული დაავადება, თუმცა დღეში 18-20 საათი ვმუშაობ - თენგიზ ცერცვაძე
2020-03-24მაქვს სერიოზული დაავადება, თუმცა დღეში 18-20 საათი ვმუშაობ - თენგიზ ცერცვაძე

 

ზოგიერთი ქვეყანა ერთ მედიკამენტს ამჯობინებს, ზოგი – მეორეს. მაგალითად, საქართველოში ძალიან წარმატებით ვიყენებდით „პლაქვენილს“, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში აღინიშნა, რომ „პლაქვენილმა“ შეიძლება, გამოიწვიოს გვერდთი მოვლენები, კერძოდ, გულის რითმის დარღვევები, ამიტომ მისი მოხმარება შევღზუდეთ. თუმცა საქართველოში გვერდითი მოვლენების შემთხვევები არ ყოფილა.

 

-პოლიტიკურ საკითხზეც გკითხავთ – შეესაბამება თუ არა რეალობას ინფორმაცია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასა და ზუგდიდის მაჟორიტარობას გეგმავთ?

 

-ეს ინფორმაცია არა თუ სიმართლეა, არამედ ახლოსაც არ არის სიმართლესთან. მე მთელი ჩემი არცთუ ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე, 70 წელს გადაცილებული ვარ, არც ერთხელ ვყოფილვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი და არც რომელიმე ადმინისტრაციულ და პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშნული. 72 წლის ასაკში რომ პოლიტიკოსობას დავიწყებ, არამგონია, ვინმეს სჯეროდეს.

 

-პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით, შეთავაზება “ქართული ოცნებისაგან“ არ მიგიღიათ?

 

-არა თუ შემოთავაზება, არამედ მინიშნებაც კი არ ყოფილა. საერთოდ, ამ საკითხზე ჩემთან არავის არც კი უსაუბრია.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ავტორი: Prime Time
X