00:08 | 2020-09-14 ავტორი: თამარ ბუჩუკური

Exclusive: „სახლში სამი რისკჯგუფი მყავს“ – დეპუტატობის კანდიდატი ტესტის დროულად ჩატარებას ითხოვს

Exclusive: „სახლში სამი რისკჯგუფი მყავს“ – დეპუტატობის კანდიდატი ტესტის დროულად ჩატარებას ითხოვს

პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსიდან” სამგორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილი სანდრო რიჟამაძე კარანტინში იმყოფება.

 

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მას კორონავირუსზე PCR ტესტი ჯერ არ გაუკეთებია და შესაბამისად, აქვს თუ არა Covid-19 გაურკვეველია.

 

„პრაიმტაიმი“ სანდრო რიჟამაძეს დაუკავშირდა. როგორც მან განაცხადა, კარანტინის დადგენილი დროის გასვლისას, 20 სექტემბერს გაუკეთდება ტესტური კვლევა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდება ცნობილი.

 

ის ამბობს, რომ ჯერჯერობით ეპიდემიოლოგი მხოლოდ ერთხელ დაუკავშირდა.

 

„კარანტინში ვარ, თვითიზოლაციის რეჟიმში გადავედი. ლევან გოგიჩაიშვილთან მქონდა შეხება. PCR  ტესტი ჯერ არ გაუკეთებიათ, ეპიდემიოლოგმა მხოლოდ ერთხელ დამირეკა და მითხრა, თუ სიმპტომები გექნება, დაგვიკავშირდიო.

 

სიმპტომები არ მაქვს. როგორც ვიცი, 20 სექტემბერს, კარანტინის ვადის გასვლისას ტესტურ კვლევას გამიკეთებენ, მაგრამ ვაპირებ ხვალ, დავუკავშირდე.

 

სახლში სამი რისკჯგუფი მყავს, მშობლები და ბებია, მათ გამო გადავწვიტე რისკები შემემცირებინა და თვითიზოლაციაში გადავსულიყავი.

 

აქ, სასტუმროში ნამდვილად ყურადღებით არიან და ინტერესდებიან კარანტინში მყოფებით.“  -აცხადებს სანდრო რიჟავაძე.

 

შეგახსენებთ, ლევან გოგიჩაიშვილსა და გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

ასევე, ინფიცირებულია  პარტიის „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” ოფისის ერთ-ერთი თანამშრომელი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +