23:46 | 2020-08-30 ავტორი: Prime Time

Exclusive: რას ამბობს მსახიობი პაატა გულიაშვილი ბაჩალიაშვილის დედის განცხადებაზე

Exclusive: რას ამბობს მსახიობი პაატა გულიაშვილი ბაჩალიაშვილის დედის განცხადებაზე

თამარ ბაჩალიაშვილის დედა ოჯახის ერთ-ერთ ახლობელზე შოთიკო ჭაბაშვილზე მედიასთან საუბრობს.

 

როგორც თეონა თამაზაშვილი აცხადებს, შოთიკო ჭაბაშვილი მას აქციების ორგანიზებაში ეხმარებოდა და რამდენიმე დღეა, ის ბაჩალიაშვილის ოჯახთან კონტაქტზე აღარ გადის.

 

თეონა თამაზაშვილი ამას ჭაბაშვილზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებს და აცხადებს, რომ ოჯახის მეგობარს შოთიკო ჭაბაშვილს  მსახიობი პაატა გულიაშვილი ეხმარება.

 

თუმცა, თავად პაატა გულიაშვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მას ჭაბაშვილთან მხოლოდ ნათესაური კავშირი აქვს და წლებია, ჭაბაშვილს არ შეხვედრია.

 

„წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობს თეონა თამაზაშვილი. არც გადაცემებისთვის მიყურებია, გასტროლებზე ვარ ქალაქგარეთ.

 

რაც შეეხება შოთიკო ჭაბაშვილთან ჩემს კავშირს, ის ჩემი მამიდაშვილის შვილია. ჩემი მამიდაშვილი გარდაცვლილია და დაახლოებით, სამი წელია შოთიკოს არ შევხვედრილვარ.

 

ჩვენ ნათესავები ვართ, მაგრამ ტერიტორიული სიშორისა და დროის უქონლობის გამო, ვერ ვხვდებით ხშირად ერთმანეთს.

 

რაც შეეხება ბაჩალიაშვილის საქმეს, მასთან არანაირი შეხება არ მაქვს“. – აცხადებს მსახიობი.

 

თამარ ბაჩალიაშვილის გამზრდელი თუ თვითმარქვია ბებია - თეონა თამაზაშვილი ნათესაურ კავშირზე საუბრობს
2020-08-30თამარ ბაჩალიაშვილის გამზრდელი თუ თვითმარქვია ბებია - თეონა თამაზაშვილი ნათესაურ კავშირზე საუბრობს

 

შეგახსენებთ, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის ოჯახის ახლობელი შოთიკო ჭაბაშვილს, რომელიც ჩართული იყო აქციებისა და ოჯახის მიერ დაგეგმილ სხვა ღონისძიებებში, თეონა თამაზაშვილს აღარ ეკონტაქტება. ის ამბობს, რომ ჭაბაშვილს პაატა გულიაშვილი ეხმარება.

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!