13:20 | 2020-06-08 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

Exclusive: ნინო სურგულაძის შესრულებული „ავე მარია“ სამშობიარო ბლოკში – ვიდეო

Exclusive: ნინო სურგულაძის შესრულებული „ავე მარია“ სამშობიარო ბლოკში – ვიდეო

მსოფლიოში აღიარებული საოპერო ვარსკვლავი, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე გუშინ დედა გახდა.

 

ნინოს და მის მეუღლეს, იურისტ გიორგი ინწკირველს ტყუპები შეეძინათ, რომელსაც მშობლებმა ზაქარია და ნატალია დაარქვეს.

 

ზაქარია და ნატალია ინწკირველები, თბილისში, სამშობიარო კლინიკა “ჰერაში” დაიბადნენ.

 

დედა და ტყუპები თავს შესანიშნავად გრძნობენ.

 

 

სურგულაძე - ნუ ჩავუყრით ამ შრომას წყალში ჩვენს ექიმებს, მთავრობას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, დავრჩეთ სახლში
2020-03-24სურგულაძე - ნუ ჩავუყრით ამ შრომას წყალში ჩვენს ექიმებს, მთავრობას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, დავრჩეთ სახლში

 

 

ცოტა ხნის წინ, “პრაიმტაიმს” ექსკლუზიური ვიდეო მიაწოდეს, რომელიც სამშობიარო ბლოკში იმ დროს არის გადაღებული, როდესაც მსოფლიო მეცო-სოპრანო ტყუპებს აჩენდა.

 

ნინომ შვილები სიმღერით გააჩინა, მშობიარობის დროს, ის “ავე მარიას” მღეროდა.

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +