fbpx
14:39 | 2020-09-08 ავტორი: Prime Time

Exclusive: „ნეკა დოროყაშვილმა ბასილაშვილის მიერ მოგებული თასები დაამტვრია“ – საქმეში პოლიცია ჩაერთვება

Exclusive: „ნეკა დოროყაშვილმა ბასილაშვილის მიერ მოგებული თასები დაამტვრია“ – საქმეში პოლიცია ჩაერთვება

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა ფოტოები, სადაც ჩანს ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ მოგებული თასები, რომელიც დაზიანებულია.

 

„მნიშვნლოვან საერთაშორისო ტურნირებზე მოგებული თასები ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა ვანდალურად დაამტვრია“, – ამბობს „პრაიმტაიმის“ წყარო, რომელმაც ვანდალიზმის მტკიცებულებად ფოტო მასალაც მოგვაწოდა.

 

წყაროს მტკიცებით, ფოტოები ნეკა დოროყაშვილის საცხოვრებელ სახლშია გადაღებული.

 

„ეს ფოტოები ნეკამ თავად გადაუგზავნა მეგობარს – როგორც ჩანს, ამაყობს, რომ ასე ვანდალურად გაანადგურა ნიკა ბასილაშვილისთვის ამდენად ღირებული ნივთები“, – ყვება წყარო.

 

დაზიანებულ ნივთებს შორის არის 2018 წელს პეკინის ღია პირველობაზე მოპოვებული თასი.

 

ნეკა დოროყაშვილის ადვოკატს არ აქვს ინფორმაცია, თუ სად ინახება ამჟამად ბასილაშვილის მიერ მოგებული თასები, თუმცა ამბობს, რომ მისი მარწმუნებლის მხრიდან ნივთების დაზიანებას ადგილი არ ჰქონია.

 

უცხოელი მსაჯები მოედნებიდან აძევებდნენ ბასილაშვილის მეუღლეს - რას წერს თამარ ივერი ნელი დოროყაშვილზე
2020-08-24უცხოელი მსაჯები მოედნებიდან აძევებდნენ ბასილაშვილის მეუღლეს - რას წერს თამარ ივერი ნელი დოროყაშვილზე

 

„პირველად მესმის მსგავსი რამ. სისხლის სამართლის საქმეში ეს ინფორმაცია არ დევს და არც მეორე მხარის მიერ გაჟღერებულა. განქორწინების შემდეგ მათ თავინთი ნივთები გაიყვეს და მე არ ვიცი, ამჟამად სად არის ბასილაშვილის თასები. ალბათ თან წაიღო. ის ნამდვილად ვიცი, რომ არანაირი თასების დამტვრევას ადგილი არ ჰქონია“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ნეკა დოროყაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატი, ანა თავხელიძე.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა კი, ამ ინფორმაციის გადამოწმებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით აპირებს პოლიციას მიმართოს, ვინაიდან სასამართლოს განჩინებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარეს დოროყაშვილთან კომუნიკაცია შეზღუდული აქვს.

 

„ინფორმაციას, რომელსაც ახლა თქვენ მეუბნებით, ჩვენთვის შოკისმომგვრელია. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ პოლიციას, რათა გადამოწმდეს ეს ინფორმაცია და მოხდეს შესაბამისი რეაგირება. მოვითხოვთ, ნელი დოროყაშვილის საცხოვრებელი სახლიდან დაუყოვნებლივ ამოღებული და გამოტანილი იქნას ნიკოლოზ ბასილაშვილის ყველა ნივთი და პირველ რიგში, მის მიერ მოგებული თასები, რომელიც ნიკასთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რომლებსაც დღემდე უკანონოდ არის დაპატრონებული ქალბატონი ნელი დოროყაშვილი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფსიქოლოგიური ზეწოლა ყოველთვის ხდება მაშინ, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილს აქვს მნიშვნელოვანი თამაში და არ გამოვრიცხავ, რომ ეს ქმედებაც იყოს იმაზე გათვლილი, რომ მორიგი ასპარეზობა მარცხით დაასრულოს“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ირმა ჭკადუა.

 

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

 

ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 100,000- ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X