15:43 | 2020-06-02 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

Exclusive: მორალურად განადგურებული ვარ – ნეკა დოროყაშვილი დუმილს არღვევს

Exclusive: მორალურად განადგურებული ვარ – ნეკა დოროყაშვილი დუმილს არღვევს

ნეკა დოროყაშვილის და ნიკოლოზ ბასილაშვილის სკანდალის გარშემო საზოგადოების ინტერესი ამ დრომდე არ ცხრება.

 

წყვილს შორის მომხდარ სკანდალზე, მედიაში არაერთი ინფორმაცია გაჟღერდა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნეკა დოროყაშვილი მონასტერში წავიდა.

 

„პრაიმტაიმმა“ ინფორმაციის გადამოწმება ნეკა დოროყაშვილის ადვოკატთან სცადა, თუმცა მან ჩვენს მესიჯს და სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

 

ცოტა ხნის წინ, „პრაიმტაიმმა“ ნეკა დოროყაშვილის ექსკლუზიური კომენტარი მოიპოვა. ის თავად დაგვიკავშირდა და განაცხადა, რომ ახლა მონასტერში არ არის.

 

– ეს ინტერვიუები რაც იწერება არის აბსურდული ტყუილები და ამ ტყუილების გამო, არ ვაპირებ ახლა თავი ვიმართლო.

 

გასაგებია რომ ხალხს აინტერესებს და მნიშვნელოვანია ყველა დეტალი, მაგრამ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის ეს სენსიტიური თემაა.

 

ნელის პროვოკაცია გამოუვიდა! - ნიკა ბასილაშვილის ძმა ცნობილ ინციდენტზე
2020-06-02ნელის პროვოკაცია გამოუვიდა! - ნიკა ბასილაშვილის ძმა ცნობილ ინციდენტზე

 

მე არ ვარ თავისმართლების პოზიციაში და პასუხს ვერ გავცემ ხალხს, რომლებიც აბსურდულ ბრალდებებს მიყენებენ და განმიკითხავენ.

 

ამ ყველაფერმა, პირიქით უფრო გამაძლიერა, უფრო დიდი მოტიცავია მომცა, იმიტომ რომ დავიცვა ჩემი შვილი.

 

მორალურად განადგურებული ვარ, მაგრამ არ ვარ ისე ცუდად, რომ წავიდე მონასტერში და მივატოვო ჩემი შვილი. მე იმიტომ ვარ ჩუმად, რომ არ ვარ თავის მართლების პოზიციაში.

 

მოვა დრო როცა დაუსრულებლად ბევრს ვილაპარაკებ ამ თემაზე. აგრესიულები არიან ბოტები და მოსყიდული ექაუნთები, რომლებიც ფულს იღებენ ამაში და წერენ იმას, რასაც წერენ.

 

2020-05-29"მზად ვარ მივადგე ამ ნაძირალა ქალის საცხოვრებელ ადგილს და მიტინგი გავმართო!" - გოგი ჭიჭინაძე ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

 

ყველა კითხვას პასუხი გაეცემა რაც ხალხს აინტერესებს.

 

ჩემს უკან ჩემი შვილი და მისი მომავალი დგას, არ მაქვს უფლება დავაზიანო მისი ფსიქიკა, მითუმეტეს ახლა, როცა ბავშვი ფსიქოლოგებთან დამყავს. არ არის კარგად.

 

თავზე ლაფის დასხმა, მიმართულია იმისკენ, განიკითხონ ქალი, დედა, ჩემი გვარიშვილობა და ღირსება. არავის მივცემ ამის უფლებას.

 

ქალისთვის ყველაზე მთავარია დედობა და არავის მივცემ უფლებას, გამნიკითხონ როგორც დედა და შეილახოს ჩემი ღირსება. ამიტომაც ვარ ახლა ჩუმად.

 

ვერ ვხვდები, რატომ ლახავენ ადამიანის, მითუმეტეს მსხვერპლის და ხუთი წლის ბავშვის უფლებებს, ეს რატომ უნდა მოგინდეს?!

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

X