23:49 | 2020-05-27 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

პირველად როცა მოვიდა, მეუღლე ჰყავდა – როგორ ნიკოლოზ ბასილაშვილს იცნობს ნანუკა ჟორჟოლიანი

პირველად როცა მოვიდა, მეუღლე ჰყავდა – როგორ ნიკოლოზ ბასილაშვილს იცნობს ნანუკა ჟორჟოლიანი

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის და მისი ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის ოჯახური სკანდალის გარშემო საზოგადოების ინტერესი ამ დრომდე არ კარგავს აქტუალურობას.

 

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, პირველი ჟურნალისტი იყო, რომლის გადაცემაშიც ნიკოლოზ ბასილაშვილი მეუღლესთან ერთად სტუმრად, ჯერ კიდევ მაშინ მივიდა,

როდესაც განსაკუთრებული პოპულარობით არ გამოირჩეოდა.

 

ნიკოლოზი ნანუკა ჟორჟოლიანის შოუების სტუმარი არაერთხელ იყო. “პრაიმტაიმი” ტელეწამყვანს დაუკავშირდა.

 

 

– ნანუკა, ნიკოლოზი ხშირად იყო თქვენი გადაცემის სტუმარი, მათ შორის ახლა უკვე ყოფილ მეუღლესთან ერთად, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ წყვილის შესახებ?

 

– მე არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს წყვილზე ვჭორაობ. ჩვენი პირველი შეხვედრა წლების წინ, მოჰყვა ნიკოლოზის წარმატებას, რომელი წელი იყო ზუსტად არ მახსოვს,

 

მაგრამ ისე დაემთხვა, როდესაც სტუდიაში მოვიდა საერთოდ არ იცნობდნენ, მაგრამ მოკლე პერიოდში გახდა ძალიან პოპულარული.

 

 

2020-05-25"უარი თქვა რუსეთის სახელით ასპარეზობაზე" - რას ჰყვებიან ნიკოლოზ ბასილაშვილზე ჟურნალისტები

 

 

მახსოვს საარქივო მასალის მოძებნაც კი დამჭირდა, რადგან მივხვდი წარმატებების ეტაპებით ძალიან პოპულარული გახდა და ჩვენ თავს ვიწონებდით. გამიმართლა, რატომღაც ის “ნანუკას შოუს” ირჩევდა მუდმივად.

 

პირველად როცა მოვიდა, მეუღლე ჰყავდა მოყვანილი სტუდიაში, გადაცემის შინაარსი ზუსტად არ მახსოვდა, ახლა გადავახვიე და ვუყურე, ეს არ იყო ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახური პორტრეტი, წარმატებული სპორტსმენი გვყავდა სტუდიაში ცოლთან ერთად.

 

 

– რამდენიმე დღის წინ, მისი ოჯახური სკანდალი გახდა ცნობილი, მოულოდნელი იყო თქვენთვის ის რაც გაიგეთ?

 

– მოულოდნელი არ იყო, მათი გაშორების ასპექტი. ჟურნალისტი ვარ და ინფორმაციებზე მიმიწვდება ხელი, მქონდა რაღაც ინფორმაციები, ვიცოდი, რომ დაშორდნენ.

 

ბოლო ეთერში სტუმრად როცა მოვიდა მითხრა, არავითარ შემთხვევაში, არ დაგვესვა მისთვის არცერთი კითხვა განქორწინებაზე და ყოფილი მეუღლის შესახებ.

 

მისი ზუსტი ფორმულირება ასეთი იყო, “მე ჩემი შვილის დედაზე საუბარს არ ვაპირებ, ამიტომ ძალიან გთხოვთ არ ჩამეკითხოთო” და ისე წავიდა გადაცემიდან, ამ საკითხზე, შეკითხვა არც დავსვით.

 

თუ არ ჩავთვლით ალექსანდრე მეტრეველს, რომელიც 74 წელს იყო მეცხრე ჩოგანი და ნიკოლოზ ბასილაშვილზე გაცილებით მეტ წარმატებას მიაღწია, ბასილაშვილი არის მეორე სპორტსმენი, რომელმაც ასეთი წარმატება მოუტანა ჩვენს ქვეყანას.

 

2020-05-27"ბავშვის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა" - დოროყაშვილის ადვოკატი ახალ დეტალებს ჰყვება

 

ნიკოლოზი ჩემთვის წარმოადგენს ჩემს ქვეყანას ცივილიზებულ სამყაროში. შესაბამისად მე ვარ მათ შორის ვისაც არ უნდა, ის მოძალადე აღმოჩნდეს.

 

მირჩევნია დაველოდო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მე მინდა სასამართლო გადაწყვეტილებით ნიკოლოზი დამნაშავე არ იყოს, ამის გამო მაკრიტიკებენ, მაგრამ არ მგონია ამით რამეს ვაშავებდე, იმიტომ რომ ეს არის სპორტსმენი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანას სხვა მსოფლიოში.

 

ნიკოლოზი თუ მოძალადე აღმოჩნდება, ჩემთვის ეს იქნება ერთ-ერთი დიდი იმედგაცრუება.

 

სამწუხაროდ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ძალადობენ ქალებზე.

 

ქუჩაში თუ გავალთ გეტყვიან რა მოხდა, ქალი ცემის ღირსია და ა.შ, ამ ქვეყანაში, ქალები სახლიდან ვერ გადიან. უმძიმესი ვითარება გვაქვს და არ მინდა ნიკოლოზი იყოს ამ კატასტროფის ნაწილი.

 

რა მტკიცებულებები აქვს ბასილაშვილის ადვოკატს ნეკა დოროყაშვილის წინააღმდეგ
2020-05-25რა მტკიცებულებები აქვს ბასილაშვილის ადვოკატს ნეკა დოროყაშვილის წინააღმდეგ

 

– თქვენს გადაცემაში ხომ არ ვიხილავთ სტუმრად ნიკოლოზ ბასილაშვილს ან ნეკა დოროყაშვილს?

 

– შევთავაზე ნეკას, ნებისმიერი ფორმატის ეთერი, მაგრამ მისი ადვოკატისგან მივიღეთ განმარტება, რომ დახურულია მედიისთვის.

 

რა თქმა უნდა, შევთავაზე ნიკოლოზსაც  და ძალიან შევეცდები ის ჩემი რესპოდენტი იყოს.

 

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი, ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით 21 მაისს დააკავეს, სასამართლომ ის, 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

X