fbpx
18:24 | 2020-08-04 ავტორი: Prime Time

Exclusive: კოკაინის სკანდალური საქმის ფიგურანტი ანასტასია ზაუტაშვილი თავისუფალია

Exclusive: კოკაინის სკანდალური საქმის ფიგურანტი ანასტასია ზაუტაშვილი თავისუფალია

გახმაურებული ნარკოკარტელის საქმეზე გასამართლებული ანასტასია ზაუტაშვილი თავისუფალია. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მან სასჯელაღსრულების დაწესებულება სპეციალური სამაჯურით, ვადაზე ადრე დატოვა.

 

სკანდალური საქმის ფიგურანტი სხვებთან ერთად 2010 წელს დააკავეს, სასამართლომ მას კოლუმბიიდან დიდი ოდენობით კოკაინის ტრანზიტის ბრალდებით 30 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

 

შაქრო კალაშოვის ცოლ-შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს - Covid19
2020-03-30შაქრო კალაშოვის ცოლ-შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს - Covid19

 

2012 წელს მიღებული ამნისტიის კანონით ზაუტაშვილს სასჯელის ვადა 12 წლამდე შეუმცირდა და შესაბამისად, ციხიდან 2022 წელს უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა ორი წლით ადრე მან დაწესებულება ვადამდე დატოვა.

 

ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ მისმა ადვოკატმა დაუდასტურა, რომელმაც გვითხრა, რომ ყოფილი პატიმარი ახლა უკვე სახლში, მის შვილებთან ერთად არის.

 

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს ზაუტაშვილთან ერთად სამართალდამცავებმა დააპატიმრეს კიდევ ოთხი ადამიანი: მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი.

 

ოფიციალური ინფორმაციით, ისინი კოლუმბიიდან, პერუდან და პანამიდან რეგულარულად იღებდნენ ჯართში დამალულ დიდი ოდენობით კოკაინს ევროპის ბაზარზე გასატანად და ამ საქმეში ჩართული იყო კრიმინალური ავტორიტეტი შაქრო კალაშოვი.

 

სპეცოპერაციის შედეგად 60 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი ამოიღეს.

 

შსს-მ მაშინ ფარული ჩანაწერიც გაავრცელა, სადაც ანასტასია ზაუტაშვილი ქილერს კურიერის ლიკვიდაციაზე ესაუბრება.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X