17:55 | 2020-06-05 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

Exclusive: ხუთი დეპუტატი ახალ პარტიას ქმნის

Exclusive: ხუთი დეპუტატი ახალ პარტიას ქმნის

„პრაიმტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქცია პარტიას ქმნის სახელწოდებით – „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“.

 

სააგენტოს ინფორმაციით, პარტიას ხუთი მოქმედი დეპუტატი: გედევან ფოფხაძე, მარიამ ჯაში, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და ბექა ნაცვლიშვილი დააფუძნებს.

 

შესთავაზა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ თენგიზ ცერცვაძეს მაჟორიტარობა?!
2020-06-02შესთავაზა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ თენგიზ ცერცვაძეს მაჟორიტარობა?!

 

მიუხედავად იმისა, რომ ლევან კობერიძე და კობა ნარჩემაშვილი დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციაში ირიცხებიან, ისინი ახალ პარტიაში წარმოდგენილი არ იქნებიან.

 

რატომ არ იქნებიან კობერიძე და ნარჩემაშვილი ახალ პარტიაში და როდის გაფორმდება ოფიციალურად პარტიის დაფუძნება? – ამ და სხვა საკითხების შესახებ ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” ერთ-ერთი წევრი გედევან ფოფხაძე “პრაიმტაიმთან”ექსკლუზიურად საუბრობს.

 

გედევან ფოფხაძე: ჩვენი პარტია, რომელსაც “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ ერქმევა, ზეგ დაფუძნდება. საორგანიზაციო საკითხებს ვაზუსტებთ. ორ დღეში საზოგადოებისთვის ყველა დეტალი და ნიუანსი ცნობილი გახდება.

 

Exclusive: რა აკავშირებთ მეუფე ნიკოლოზსა და ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ერთმანეთთან
2020-06-04Exclusive: რა აკავშირებთ მეუფე ნიკოლოზსა და ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ერთმანეთთან

 

-ბატონო გედევან, რატომ არ იქნებიან ლევან კობერიძე და კობა ნარჩემაშვილი ახალ პარტიაში?

 

-ლევანი ჩვენთან პარტიაში არ შემოდის. მას თავისი გეგმები აქვს და ჩვენ – ჩვენი.

 

ლევანმა დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომ პარტიაში არ შემოვიდეს. მან თავისი მოსაზრებების გამო, ჩათვალა, რომ ჯერ გადაწვეტილებას ვერ მიიღებს, რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ინტეგრირების კუთხით.

 

კობა ნარჩემაშვილიც არ იქნება. კობას თავისი გეგმები აქვს და თავის გეგმებზე ცალკე ისაუბრებს. კობა ყრილობაზეც მოვა, ფრაქციაშიც არის და გარკვეული ურთიერთობებიც გვაქვს, მაგრამ როგორც ვიცი, მას პოლიტიკური გეგმები არ აქვს. ამ თემაზე კობა თავად ისაუბრებს.

 

– ვისთან ერთად დააფუძნებთ პარტიას?

 

– პარტიას დავაფუძნებთ: მე, მარიამ ჯაში, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და პლიუს ბექა ნაცვლიშვილი. ამ პარტიის დამფუძნებელი ხუთი დეპუტატი ვიქნებით. ბუნებრივია, პოლიტსაბჭო უფრო ფართო იქნება.

 

ჩვენი პარტია “ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ გარდა, ყველა პარტიასთან ითანამშრომლებს.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

0
კომენატარი - +

X