fbpx
01:14 | 2020-08-18 ავტორი: თამარ ბუჩუკური

Exclusive: „გამიჩნდა მხოლოდ ერთი კითხვა, რატომ გადავრჩი“ – ინტერვიუ თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ

Exclusive: „გამიჩნდა მხოლოდ ერთი კითხვა, რატომ გადავრჩი“ – ინტერვიუ თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ

რამდენიმე კვირის წინ, „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტისთვის ძალადობის მსხვერპლი ბიჭის თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაცია გახდა ცნობილი.

 

ჟურნალისტმა თორნიკე ყაჯრიშვილმა დაუყონებლივ, შსს-ს მიმართა. პოლიცია და სასწრაფო ეკიპაჟმა უმოკლეს დროში მისი ადგილსამყოფელის დადგენა შეძლეს.

 

სწრაფი რეაგირების შედეგად, ის გადარჩა.

 

„პრაიმტაიმი“ კლინიკაში მყოფ 21 წლის ალექს მუსაევს ესაუბრა. ის საავადმყოფოს კვირის ბოლოს დატოვებს. თუმცა, არ იცის სად წავა და როგორ შეძლებს ცხოვრების გაგრძელებას, რადგან არც სახლი აქვს და არც სამსახური.

 

მისი საფიქრალი ახლა, ბოლომდე გამოჯანმრთელება კი არა, თავშესაფრის და ელემენტარული სარჩოს მოპოვების შესაძლებლობაა.

 

ამბობს, რომ ძალადობამ, გულგრილობამ, გაჭირვებამ და უპერსპექტივობამ დაღალა და სწორედ ამიტომ მიიღო საზარელი გადაწყვეტილება.

 

მადლიერია ყველა იმ ადამიანის, ვინც გადაარჩინა, ვინც გულშემატკივრობს, მაგრამ გადარჩენა არ გახარებია. მხოლოდ ერთი უპასუხო კითხვა დარჩა – რატომ გადარჩა?!

 

Exclusive: „მომბეზრდა ოჯახი სადაც ყველას ყველა ატყუებს...“ - „პრაიმტაიმი“ გაჰყვა წერილს, რომელმაც თვითმკვლელობამდე მისულ ახალგაზრდამდე მიგვიყვანა
2020-07-27Exclusive: „მომბეზრდა ოჯახი სადაც ყველას ყველა ატყუებს...“ - „პრაიმტაიმი“ გაჰყვა წერილს, რომელმაც თვითმკვლელობამდე მისულ ახალგაზრდამდე მიგვიყვანა

 

„თვითმკვლელობა როცა გადავწყვიტე და უამრავი მედიკამენტი დავლიე, სოციალურ ქსელში პოსტი მხოლოდ ერთი მიზნით გამოვაქვეყნე – გამოძიებას არ დაეწყო დამნაშავის ძებნა. ყველას გაეგო, რომ ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო…

 

გონზე სასწრაფოს მანქანაში მოვედი. მაშინ, ერთადერთი რაც გავიფიქრე ის იყო, რომ რატომ გადავრჩი. მხოლოდ ეს კითხვა გამიჩნდა.

 

ამ შემთხვევიდან დიდხანს ასე ვიყავი. ბოლო კვირაა, რაც ფიქრი დავიწყე, როგორ გავაგრძელო ცხოვრება, როცა წასასვლელი არსად მაქვს, როცა ჩემი არაფერი მაბადია და სამუშაოც სანატრელია ჩემთვის…

 

ეს ფიქრები მღლის. ამ ფიქრებმა ჩამაგდეს სასოწარკვეთაში, მაგრამ გამოსავალიც არ არის. ურთულესი იყო ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მცდელობა, მანამდეც ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ მცდელობაც მიმძიმდა… მერე გაადვილდა, საკუთარი ხელით სიცოცხლე დამესრულებინა.

 

სახლში მარტო ვიყავი და ამ შემთხვევით „ვისარგებლე“. არ მინდოდა გადარჩენა. მიუხედავად ამისა, ძალიან მადლიერი ვარ თითოეული ადამიანის, ვინც ჩემს გამო შეწუხდა, ჩემს გადარჩენაში მონაწილეობა მიიღო და ჩემმა ბედმა უცნობი ან ნაცნობი ადამიანები შეაწუხა.

 

გამაოცა ჟურნალისტ თორნიკე ყაჯრიშვილის ყურადღებამ, მან გადამარჩინა ფაქტობრივად, რადგან სამართალდამცველებმა თორნიკესგან გაიგეს. პოლიციამ ექიმები მოიყვანა და ასე ერთობლივი ძალისხმევით დღეს, ცოცხალი ვარ.

 

მადლობა მინდა ვუთხრა მსახიობ ნანკა კალატოზიშვილს, კლინიკაში რამდენჯერმე დამირეკა და მომიკითხა. საერთოდ არ ვიცნობდი თიკო გელაშვილს, რომელმაც გამოსაცვლელი ტანსაცმელი მომიტანა. მე არაფერი მქონდა…

 

უპირველეს ყოვლისა, საცხოვრებელი სახლი და სამუშაო მჭირდება იმისთვის, რომ ვიცხოვრო. მქონდა ლილოს თავშესაფარში გადასვლის ვარიანტი, მაგრამ კარავში უმძიმეს და ანტისანიტარიაში ცხოვრება არ შემიძლია.

 

არა იმიტომ, რომ ვუკადრისობ, არამედ – ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ მიწყობს.

 

სიკვდილს გადარჩენილი ვერ ვგრძნობ, რომ გადარჩენა კარგია, ვერ ვხედავ გამოსავალს. წარმოიდგინეთ, 21 წლის ვარ და არ შემიძლია მოვიგვარო ისეთი ელემენტარული პირობები, როგორიცაა ბინის დაქირავება და სამუშაოს მოძიება.

 

Exclusive: „ბევრჯერ მქონდა სუიციდის მცდელობა... ჩემნაირ ადამიანებს საზოგადოება გარიყავს!“
2020-07-15Exclusive: „ბევრჯერ მქონდა სუიციდის მცდელობა... ჩემნაირ ადამიანებს საზოგადოება გარიყავს!“

ამ ერთფეროვანმა და გაჭირვებით სავსე ცხოვრებამ დამღალა. ეს არ არის ერთი ან ორი დღის ამბავი, ასეა ჩემი დაბადებიდან.

 

ამ ყველაფერს მამის მხრიდან ძალადობაც ემატება. მას შემდეგ, რაც თვითმკვლელობა ვცადე, მამას 30 დღიანი შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.

 

კლინიკას კვირის ბოლოს ვტოვებ და არ ვიცი სად წავალ, ალბათ, ქუჩაში. სწორედ ამიტომ მინდოდა ამ ყველაფრის დასრულება, ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ…

 

არა იმიტომ, რომ ზარმაცი ვარ… არა, ხუთ სხვადასხვა ბარ-რესტორანში მაქვს ნამუშევარი. არასოდეს არაფერი მითაკილია, მაგრამ ბოლოს შემცირებაში მოვყევი.

 

გარდა ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობისა, პრობლემა მაქვს ხერხემალზე, ოპერაცია მჭირდება, რომლის თანხა, რა თქმა უნდა, არ მაქვს. ჯერ ახალგაზრდა ვარ და უკვე წნევები მაწუხებს.

 

ექიმებს უკვირთ ხოლმე და მეუბნებიან – რა დროს შენი წნევააო. მათ არ იციან ჩემი მძიმე თავგადასავალი.

 

არ იციან, რომ ორივე მშობელი მყავს, მაგრამ ორ ძმასთან ერთად მაინც ბავშვთა სახლში გავიზარდე, არ იციან, რომ ბავშვობიდან მშობლებს ჩვენი მომავლისთვის ელემენტარული პირობების შექმნას ვემუდარებოდი, მაგრამ არავინ არაფერი გაიგო…

 

დასამალი აღარაფერი მაქვს. მგონია, რომ მამა განზრახ ძალადობდა ფსიქოლოგიურად ჩემზე, რაღაცნაირად მეთამაშება. მე კი ეს ყველაფერი დიდი ნერვების ფასად მიჯდება და აღარ მინდა ასე ცხოვრება, გესმით? აღარ მინდა… აღარც შემიძლია…

 

„ვიკლავ თავს!... გავალებთ შური იძიოთ“... ნეკრომაგის და ტაროლოგის დაპირისპირებამ 17 წლის გოგონა სუიციდის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა
2020-08-05„ვიკლავ თავს!... გავალებთ შური იძიოთ“... ნეკრომაგის და ტაროლოგის დაპირისპირებამ 17 წლის გოგონა სუიციდის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა

დედამ როცა გაიგო, რომ თვითმკვლელობა ვცადე დამირეკა, ნერვიულობდა, ტიროდა, მაგრამ როცა გაიგო, რომ გადავრჩი, მეორე დღეს მოსაკითხად დავურეკე. თავად კი დღემდე არ დაურეკავს, ნახვაზე საუბარიც არ არის.

 

გული ბევრ რამეზე მწყდება. არც პირადი ურთიერთობა მაქვს გოგონებთან, ჩემი ცხოვრება ვერ დავალაგე და მას რა უნდა შევთავაზო?!

 

მეგობრების ნაწილმა არც კი მომიკითხა, არც იციან, როგორ ვარ. მოულოდნელად კი, ჩემთვის უცნობმა ადამიანებმა დიდი მხარდაჭერა გამოხატეს, დიდი პატივისცემით მეპყრობიან და ეს მახარებს ძალიან.

 

განსაკუთრებულად ზრუნავს ჩემზე რეჟისორი ლაშა ცქვიტინეძე. მის ფილმში „ველში“ ვთამაშობ ეპიზოდურ როლს. ამ შემთხვევამდე ხშირად ვურეკავდი და ჩემს ამბებს ვუყვებოდი, მაგრამ ბოლოს შემრცხვა, როდემდე უნდა მომეხვია მისთვის ჩემი პრობლემები…

 

როცა ბავშვთა ზრუნვის სისტემა დავტოვე, დედას თვითონ ჩავაკითხე ბათუმში. ყველაფერი გავაკეთე, რომ ერთად ვყოფილიყავით. ერთად ვმუშაობდით, მაგრამ მან არ ისურვა ეს ყველაფერი. ყველაზე მთავარი დიდი სითბო და სიყვარული ვაჩუქე, სულ ვეფერებოდი. ის ახლაც მიყვარს, მამაც მიყვარს, რაღაცნაირი ზიზღნარევი გრძნობით.“ – ამბობს ალექს მუსაევი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X