19:42 | 2020-07-07 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

Exclusive: ერთმანეთზე სიგიჟემდე შეყვარებული ცოლ-ქმარი იყო – სურამში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები

Exclusive: ერთმანეთზე სიგიჟემდე შეყვარებული ცოლ-ქმარი იყო – სურამში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები

სურამში, ქმრის მიერ მოკლული 31 წლის თიკო რუსიას ხუთშაბათს დაკრძალავენ.

 

პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ზუსტად იმ დღეს, როდესაც ილიკო ქურდაძემ მეუღლე ცეცხსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, ახალგაზრდებს ქორწინების 14 წლისთავი ჰქონდათ.

 

თიკომ და ილიკომ ოჯახი 2006 წელს დიდი სიყვარულით შექმნეს. „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელი უყვება, რომ ახალგაზრდა წყვილი ერთმანეთზე სიგიჟემდე იყო შეყვარებული.

 

მისი თქმით, ილია ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული და პერიოდულად მკურნალობდნენ კიდეც. როცა, რამდენიმე დღე გადაბმულად სვამდა, ჰალუცინაციები ჰქონდაო, ამბობს ოჯახის ახლობელი.

 

„თიკოს დედა ისეთ დღეშია, გათიშული ჰყავთ საწყალი ქალი. ყველანი განადგურებულები ვართ… რეალურად იმ ღამეს რა მოხდა, არავინ იცის.

 

სახლში თიკო, ილიკო და ბავშვები იყვნენ. ცოლ-ქმარს ფანტასტიური ურთიერთობა ჰქონდა. ოჯახი დიდი სიყვარულით შექმნეს. თიკოს და ილიკოს ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი. საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ ყოველთვის, სიგიჟემდე იყვნენ ერთმანეთზე შეყვარებულები.

 

თიკოს არასდროს უთქვამს, ქმარზე ცუდი. არასდროს გამოუხატავს პრეტენზია, ვაიმე ვეღარ ვუძლებ ან რაიმე მსგავსი. უყვარდა თავისი ქმარი.

 

ილიკო ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო. პერიოდულად რამდენიმე დღე სვამდა და ვიცი, რომ მკურნალობდნენ კიდეც, სულ კონტროლზე ჰყავდათ.

 

რამდენიმე სააგენტომ დაწერა, თითქოს ილიკო თიკოზე ეჭვიანობდაო. სისულელეა, ილიკოს საეჭვიანო არასდროს არაფერი ჰქონდა.

 

როცა ილიკო სვამდა, ჰალუცინაციები ჰქონდა და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მიზეზი. ახლა სწორედ ეს საშინელი პერიოდი ჰქონდა, რამდენიმე დღე გადაბმულად სვამდა. “ – ამბობს ოჯახის ახლობელი.

 

ნათესავების თქმით, ტრაგედია ღამის 3-დან 4 საათამდე პერიოდში მოხდა. თიკოს და ილიკოს სამი შვილი, ორი ბიჭი და ერთი გოგონა ჰყავთ.

 

უფროსი ბიჭი 13 წლის არის, მეორე 11-ის, გოგონა 9 წლის. ჯერ პატარამ არ იცის, რომ დედა აღარ ჰყავს. ის ახლა გორში, დეიდასთან იმყოფება.

 

 

„სავარაუდოდ ილიკო შუაღამისას ადგა, შეიძლება დალია კიდეც ალკოჰოლი, მერე ალბათ მოეჩვენა რაღაცეები, შევიდა საძინებელში და მძინარე გოგოს ესროლა.

 

რამდენადაც ვიცი, ყელში და მუცლის არეში აქვს ნასროლი… ექსპერტმა თქვა, პირველივე სროლის შემდეგ გარდაიცვალაო. დაიწერა, თითქოს თიკო დედას ჩააკვდა ხელებშიო, ტყუილია, თიკოს დედა ამ დროს თბილისში იყო და მაშინ ჩავიდა სურამში, როცა ყველაფერი უკვე მომხდარი იყო.

 

სროლის ხმაზე ბავშვებს გაეღვიძათ. უფროსი ბიჭი ოთახი შევიდა და ეს საშინელება დახვდა… პოლიცია ძალიან მალე მოვიდა. ილიკო ეზოში დახვდა და ადგილზევე დააკავეს.

 

იმ დღეს, თიკო ბავშვებთან ერთად, მშობლების სახლში იმყოფებოდა. ილიკოს დაურეკავს და უთქვამს ჩამოდით სახლშიო და თიკო ჩასულა. არანაირ ჩხუბს არ ჰქონია ადგილი.

 

ცოლ-ქმარი არც კი კამათობდა არასდროს. ბავშვები ამბობენ, რომ იმ დღესაც ჩვეულებრივად ჩაიარა ყველაფერმა.

 

ისიც ითქვა, რომ თითქოს ილიკო ნასამართლევი იყო, ესეც ტყუილია. ილიკოს ჰქონდა რეგისტრირებული იარაღი.

 

ალბათ, რომ კარგად გამოფხიზლდება და ეტყვიან რაც ჩაიდინა, სრულ ჭკუაზე როგორ უნდა დარჩეს არ ვიცი. ილიკოს თიკოს გარეშე ერთი დღე არ შეეძლო ცხოვრება.

 

მთელმა სურამმა იცის, როგორი კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და როგორ სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი. ორივე წარმოშობით სურამელები არიან, მაგრამ თბილისში ცხოვრობდნენ, შვილები იქ გაზარდეს და ზაფხულობით ბავშვები ჩაჰყავდათ დასასვენებლად.

 

ყველანი განადგურებულები ვართ… ილიკოს დედა ამერიკაშია და რაც კი შეეძლო აქედან ეხმარებოდა.

 

ყველანაირად გვერდში ედგა და შვილივით უყვარდა თიკო. მომხდარით, ის საწყალი ქალიც განადგურებულია.

 

იმ ტრაგიკულ დღეს, თიკოს და ილიკოს ქორწინებიდან 14 წელი შეუსრულდათ. “ – ამბობს ოჯახის ახლობელი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1986 წელს დაბადებული ილია ქურდაძე, მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სურამში დააკავეს.

 

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

პროკურატურამ სურამში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
2020-07-07პროკურატურამ სურამში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენატარი - +

X